Thumbnail

ნიონში ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართა, სადაც გუნდები მერვედფინალში დაწყვილდნენ. წილისყრისას, მოქმედი ჩემპიონი ლივერპული მადრიდის ატლეტიკოს შეხვდა. მატჩები 18 თებერვალს და 11 მარტს გაიმართება.

დიეგო სიმეონე: "იურგენ კლოპი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწვრთნელია. ვხედავ, როგორ ახლოს დგას ფეხბურთელებთან და როგორ მოქმედებს ეს გუნდის თამაშსა და ხასიათზე".

ბოლოს კლოპის გუნდი "ვანდა მეტროპოლიტანოს" 2018/19 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში ეწვია, სადაც ლიგის თასი ისტორიაში მეექვსედ აღმართა.

იურგენ კლოპი: "მადრიდთან მხოლოდ კარგი ემოციები გვაკავშირებს, თუმცა ამჯერად ატლეტიკოს მის კედლებში ვეთამაშებით. რთული გუნდი შეგვხვდა, თუმცა ჩვენი სახელის გაგონებაზე, არ მგონია, რომ მისტერ სიმეონე ახლა საკუთარ ოთახში სიხარულისგან დარბის".

კომენტარები

ბოლო ამბები