Thumbnail

საფრანგეთი 34:17 იტალია - ბასტარომ დაბრუნება ლელოთი აღნიშნა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საფრანგეთი 34:17 იტალია.
  • ფრანგებმა ექვს ერში პირველი გამარჯვება იზეიმეს.
  • იტალიელებმა მესამე შეხვედრაც წააგეს.

ექვსი ერის მესამე ტური საფრანგეთისა და იტალიის მატჩით გაიხსნა. ფრანგებს მეტიუ ბასტარო დაუბრუნდა, რომელმაც დიდი წვილილი შეიტანა ფრანგების გამარჯვებაში.

მატიუ ბასტარო ჰომოფობიური განცხადების გამო დაისჯება

ფრანგებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და პირველი ლელო მე-5 წუთზე დადეს. მე-9 წუთზე ფრანგებმა იტალიელთა მოლი ჩააქციეს, მსაჯმა ფრანგთა მხრიდან არავინ გაასინბინა, თუმცა საჯარიმო ლელო ჩათვალა. იტალიელები ორი ქულით წინ გავიდნენ. მაქსიმ მაშნომ პირველი ტაიმის 28-ე და 39-ე წუთებზე ორი ჯარიმა გაიტანა - საფრანგეთმა პირველი ტაიმი 11:7 მოიგო.

მეორე ნახევარი ისევ მაშნოს ჯარიმით განახლდა, იტალიელებმა ფრანგებს ტომაზო ალანის ჯარიმით უპასუხეს. 59-ე წუთზე ბასტარომ კარგი შეტევა წამოიწყო, მეტიუმ ბურთი კარგად ამოუგდო ბონევალს, რომელმაც გროსოს გადააწოდა ბურთი - გროსომ ბონევალს პასი დაუბრუნა და საფრანგეთმა იტალიას მეორე ლელო დაუდო. მაშნომ გარდასახვა ზუსტად შეასრულა, რასაც 64-ე და 70-ე წუთებზე ზუსტი ჯარიმებიც მიამატა.

იტალიელებმა ბონევალის შეჩერება ვერ მოახერხეს.

შეხვედრის 72-ე წუთზე ბასტარომ დაბრუნება ლელოთი აღნიშნა. ფრანსუა ტრინ-დუკი გარდასახვის დროს ზუსტი იყო. იტალიელებმა მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ლელო დადეს. თავი მატეო მინოციმ გამოიჩინა, გარდასახვა კარლო კანამ გაიტანა. ფრანგებმა შეხვედრა 34:17 მოიგეს.

საფრანგეთს 3 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა. იტალიას 3 ტურში ქულა არ აუღია და ბოლო ადგილს იკავებს.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე - იაკუბა კამარა

მატჩის საუკეთესო მომენტები

კომენტარები

ბოლო ამბები