Thumbnail

'უარესიც შეიძლებოდა' - ნედვედი და იუვე წილისყრით კმაყოფილები არიან

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის წილისყრის შემდეგ, ტურინის იუვენტუსს უკმაყოფილების საბაბი არ აქვს. ტურინელებს ყველაზე იოლი ვარიანტი - ფრანგული ლიონი შეხვდათ.

იუვენტუსის ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა კენჭისყრის შემდეგ დიპლომატიურად აღნიშნა, რომ წილისყრა ტურინელთათვის უარესიც შეიძლება ყოფილიყო:

"წილისყრის შედეგებზე ვერ დავიჩივლებთ, უარესიც შეიძლებოდა. წილისყრით ბედნიერები ვართ, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის ფრთხილად უნდა იყო".

კლუბის ყოფილმა ნახევარმცველმა ისიც აღნიშნა, რომ მთავარი მეტოქე კი არ არის, არამედ ის, თუ როგორ ფორმაში შეხვდება იუვე ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფს.

კომენტარები

ბოლო ამბები