Thumbnail
  • ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელები
  • ლუკა ზარანდიას ფასი €300 ათასით გაძვირდა

transfermarkt.com-მა ახლახან ბელგიაში მოთამაშე ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა. ჟუპილერლიგაში სამი ქართველი ლეგიონერი თამაშობს. აქედან ორი, გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია გენტის ღირსებას იცავენ, ხოლო ლუკა ზარანდია ზულტე ვარეგემის წევრია. 

სულ სამი მატჩია, რაც ჩაკვეტაძე გენტს დაუბრუნდა

20 წლის ჩაკვეტაძე ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია (მასზე მეტი transfermarkt-ის მიხედვით მხოლოდ საბა კვერკველია ღირს). ჩაკვეტაძე თითქმის 8 თვეს ვერ თამაშობდა. ასე რომ, მისი ფასი ვერაფრით გაიზრდებოდა. მეტიც, მისი ღირებულების გაიაფებას ველოდით, თუმცა ასე არ მოხდა - გიორგი transfermarkt.com-ზე ისევ €9 მილიონი ღირს. 

არ შეცვლილა 26 წლის ფორვარდ გიორგი ქვილითაიას ფასიც - ის ისევ €2.5 მილიონი ღირს. ქვილითაიამ ტრავმებისა და მწვრთნელის გადაწყვეტილებების გამო ცოტა ითამაშა.

მართალია, კარგი სეზონი არც ამ სეზონში ვარეგემში გადასულ 23 წლის ლუკა ზარანდიას აქვს, თუმცა მას საკმაო პრაქტიკა აქვს და ახალგაზრდა ნახევარმცველის ფასიც გაიზარდა - €300 ათასი ევროთი. ახლა ლუკა €1.3 მილიონი ღირს. მან რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს გაასწრო და ახლა ყველაზე ძვირფას ქართველ ფეხბურთელებში ზარანდია მე-12 ადგილზეა. 

ცვლილებები შეეხო რანგით მეორე ბელგიური დივიზიონის, პროქსიმუს ლიგის მოთამაშეებსაც. გიორგი ბერიძე 22 წლის ნახევარმცველია, რომელიც გენტის საკუთრებაა და ლოკერენში იჯარით თამაშობს. მისმა ფასმა მოიმატა -€500 ათასიდან €650 ათასამდე. 

21 წლის ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი) გაიაფდა - €450 ათასიდან €300 ათასამდე. ლომელის ბექა ვაჩიბერაძე მხოლოდ €150 ათასი ღირს (+€50 ათასი). 

TOP 15. transfermarkt

1. საბა კვერკველია - €10 000 000

2. გიორგი ჩაკვეტაძე - €9 000 000

3. დავით ხოჭოლავა - €5 000 000

4. გიორგი ქვილითაია - €2 500 000

5. გია გრიგალავა - €1 750 000

6. ნიკა კვეკვესკირი - €1 500 000

7. ვაკო ყაზაიშვილი - €1 500 000

8. ჯიმი ტაბიძე - €1 500 000

9. ოთარ კიტეიშვილი - €1 500 000

10. ზურიკო დავითაშვილი - €1 500 000

11. ხვიჩა კვარაცხელია - €1 500 000

12. ლუკა ზარანდია - €1 300 000

13. ლევან ხარაბაძე - €1 250 000

14. გიორგი მაკარიძე - €1 200 000

15. გიორგი ხარაიშვილი - €1 200 000

კომენტარები

ბოლო ამბები