Thumbnail

ეჭვმიტანილებში ბასილაშვილიც ფიგურირებს! ახალი სკანდალი ჩოგბურთში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • თამაშების ჩაწყობით სომხური მაფია გახლდათ დაკავებული
  • დანაშაულებრივ სქემაში 135 ჩოგბურთელი იყო ჩართული

გერმანულმა გამოცემებმა ZDF და Die Welt ჩოგბურთში ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებით სკანდალური ინფორმაცია გაავრცელეს, სადაც ირიბად საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილიც ფიგურირებს.

როგორც ირკვევა, დანაშაულებრივ სქემაში ერთბაშად 135 მოთამაშე გახლდათ ჩაბმული. მათ შორის რეიტინგის ტოპ 30-ში მყოფი ჩოგბურთელი, ვისაც ATP-ს 3 ტურნირი აქვს მოგებული.

როგორც ფრანგული Sport 365 იუწყება, მოქმედი მოთამაშეებიდან აღნიშნულ კრიტერიუმს მატეო ბერეტინი (იტალია), დიეგო შვარცმანი (არგენტინა), ალექს დე მინორი (ავსტრალია), ბენუა პერი (საფრანგეთი) და ნიკოლოზ ბასილაშვილი აკმაყოფილებენ.

სამწუხაროდ, აქცენტს სწორედ ქართველ ჩოგბურთელზე აკეთებენ ბრაზილიური Lance და იტალიური Tenniscircus.

სამხრეთამერიკული გამოცემა სკანდალურ სტატიას სწორედ ბასილაშვილის ფოტოთი ავრცელებს, იტალიელები კი ამატებენ, რომ "არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, ეჭვმიტანილი ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი უნდა იყოს, რომლის სახელიც მსგავს ვითარებაში ადრეც ფიგურირებდა".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველ ჩოგანს აქტივში გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მოგებული 2 ტურნირი აქვს, ერთხელ კი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში იმარჯვა.

გერმანული ვებგვერდების ცნობით, ახალ მასშტაბურ სკანდალის მოთავე სომხური მაფია გახლავთ, რომელიც მატჩების ჩაწყობაზე ერთბაშად შვიდ ქვეყანაში მუშაობდა.

გამოძიების მთავარი მოწმე ჯერჯერობით უცნობი გერმანელი ჩოგბურთელია, რომელიც გარიგებულ თამაშებში თავად მონაწილეობდა.

თავდაპირველად, საქმე ბელგიურმა პოლიციამ აღძრა, ახლა კი, მასში გამოძიების ფედერალური ბიუროც (FBI) არის ჩართული.

დღის ბოლოს ბასილაშვილი უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და გარიგებულ მატჩებთან რაიმე კავშირი უარყო, ამასთან, ქართული ვებგვერდების (მათ შორის, ჩვენი საიტიც ახსენა) მიმართ წყენაც არ დამალა, რაც მოულოდნელი იყო.

ცრუ ინფორმაცია ჩემს შესახებ გაუგებარი იტალიურ ვებგვერდზე დაყრდნობით. ქართული სპორტული გამოცემებიდან ასეთი სათაურები ძალიან საწყენია. Worldsport.ge Sportall.ge Sarbieli.com Lelo.ge popsport.com და ა.შ.

Posted by Nikoloz Basilashvili on ორშაბათი, 16 დეკემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები