Thumbnail

6-დან 6 მოგება - ქართული კლუბი ბალტიის ლიგის ლიდერია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 2 წრის ჯამში, ვინგსის აქტივში 11-დან 10 გამარჯვებაა
  • ქართული კლუბი მომდევნო მატჩებს 2020 წლის დასაწყისში გამართავს

საკალათბურთო კლუბს ვინგსის 14-წლამდელთა გუნდმა დიდი წარმატებით ითამაშა ბალტიის ლიგის მეორე წრეში.

შეგახსენებთ, რომ ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი წრე ნოემბერში ჩაატარა, როცა 5-დან 4 მატჩი მოიგო. ვინგსელებმა ამჯერად 6 მატჩი გამართეს და ყველაში გაიმარჯვეს. 2 წრის შემდეგ, 11 მატჩიდან 10 მოგებით, ქართული გუნდი 16-გუნდიანი ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერია.

ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართული ბალტიის ლიგის მეორე წრეში ვინგსმა ასეთი შედეგები დააფიქსირა:

რიგა (ლატვია) 88:24

ჩერკასკი მავპი (უკრაინა) 55:30

ტალსი (ლატვია) 58:52

შაულიაი (ლიტვა) 35:32

ადმირალსი (მოლდოვა) 48:43

ცენტრალნაია (რუსეთი) 50:41

მეორე წრის მატჩებში ვინგსს საშუალოდ 11.3 ქულითა და 13.8 მოხსნით გოგა გოცაძემ ულიდერა. მატჩში საშუალოდ 9.6 ქულა ჰქონდა ანდრია მუჯირს.

გუნდის დანარჩენი წევრები გახლდნენ: კახა ლომიძე, ნიკოლოზ გურგენიძე, თემურ კაპანაძე, გიორგი ქურდიანი, დაჩი ქართველიშვილი, გიგა ხარშილაძე, საბა თავხელიძე, მერაბ დალალიშვილი, ლუკა ბახტაძე.

ვინგსი ბალტიის ლიგის მესამე წრეს 2020 წლის დასაწყისში გამართავს, რის შემდეგაც, დიდი ალბათობით, პლეი ოფში გავა და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას განაგრძობს.

კომენტარები

ბოლო ამბები