Thumbnail
  • ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო რეიტინგები განაახლა
  • ლაშა ბექაურს რეიტინგში 1800 ქულა მიემატა და 25 ადგილით დაწინაურდა

ცინდაოს მასტერსის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო რეიტინგები განაახლა.

66-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოპოვებული ბრინჯაოს მედლის გამო, ვაჟა მარგველაშვილი რეიტინგში ერთი ადგილით დაწინაურდა და ახლა 4250 ქულით მე-4 ადგილს იკავებს - ამ წონის ლიდერი ჯოშირო მარუიამაა, რომელსაც 6045 ქულა აქვს.

ცინდაოს მასტერსის მოგების წყალობით, რეიტინგში დიდი წინსვლა აქვს ლაშა ბექაურს. მას 1800 სარეიტინგო ქულა დაემატა, რითაც 25 ადგილით წინ გადაინაცვლა. ახლა ბექაურს 3362 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა.

ამავე წონაში ბექა ღვინიაშვილი ორი პოზიციით დაქვეითდა. მას 3851 ქულა აქვს და ბექაურს მხოლოდ ორი პოზიციით უსწრებს.

სამწუხაროდ, ვარლამ ლიპარტელიანმა 100-კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ლიდერობა დაკარგა და მე-3 ადგილამდე ჩამოქვეითდა. ლიპარტელიანს 5751 ქულა აქვს. ამ წონის ლიდერი ჰოლანდიელი კორელი გახდა, რომელმაც ვარლამს ნახევარფინალში სძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები