Thumbnail

ზიზუ პეპის წინააღმდეგ - ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის წილისყრის შედეგები

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • უეფამ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა ჩაატარა
  • განსაკუთრებით საინტერესო სიტი-რეალის დაპირისპირება ჩანს
  • შარშანდელ გამარჯვებულს მეტოქედ მადრიდის ატლეტიკო შეხვდა 

ნიონში (შვეიცარია) მდებარე უეფას შტატბბინაში ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. 

მეტი ამ თემაზე:

წილისყრის წინ ტურნირის ჯგუფური ეტაპის 8 საუკეთესო გუნდი განთესილი იყო, 8 მეორეადგილოსანი კი - განუთესავი. ამასთან, წინასწარ გამოირიცხა 1/8-ფინალში ერთი ასოციაციის წარმომადგენელი კლუბების, ასევე იმ გუნდებს დაპირისპირება, რომლებიც ერთ ჯგუფში გამოდიოდნენ.

ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალის პირველი მატჩები 18, 19, 25 და 26 თებერვალს გაიმართება, საპასუხო შეხვედრები კი - 10, 11, 17 და 18 მარტს.

მატჩების განრიგი

პირველი მატჩები

📅 18 თებერვალი | ⚽ დორტმუნდი V პსჟ
📅 18 თებერვალი | ⚽ ატლეტიკო V ლივერპული

📅 19 თებერვალი | ⚽ ატალანტა V ვალენსია
📅 19 თებერვალი | ⚽ ტოტენჰემი V ლაიპციგი

📅 25 თებერვალი | ⚽ ჩელსი V ბაიერნი
📅 25 თებერვალი | ⚽ ნაპოლი V ბარსელონა

📅 26 თებერვალი | ⚽ რეალი V მანჩესტერ სიტი
📅 26 თებერვალი | ⚽ ლიონი V იუვენტუსი

საპასუხო მატჩები
📅 10 მარტი | ⚽ ვალენსია V ატალანტა
📅 10 მარტი | ⚽ ლაიპციგი V ტოტენჰემი

📅 11 მარტი | ⚽ პსჟ V დორტმუნდი
📅 11 მარტი | ⚽ ლივერპული V ატლეტიკო

📅 17 მარტი | ⚽ მანჩესტერ სიტი V რეალი
📅 17 მარტი | ⚽ იუვენტუსი V ლიონი

📅 18 მარტი | ⚽ ბაიერნი V ჩელსი
📅 18 მარტი | ⚽ ბარსელონა V ნაპოლი

ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალების, ½-ფინალებისა და ფინალის წილისყრა 20 მარტს ჩატარდება.

ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის გადამწყვეტ დაპირისპირებას 30 მაისს, სტამბოლი, ათათურქის სახელობის ოლიმპიური სტადიონი უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები