Thumbnail

ფილა ემბიიდის გარეშე აგებს, იოკიჩმა დენვერს მოაგებინა - სათამაშო დღე NBA-ში

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

ფილადელფია ჯოელ ემბიიდის გარეშე ბრუკლინში თამაშობდა და შეხვედრა უშანსოდ დათმო. თავისი ლიდერის გარეშე ფილამ მხოლოდ 89 ქულა ჩააგდო - საუკეთესო ბენ სიმონსი იყო 20 ქულით.

ბრუკლინს თავისი ლიდერი, კაირი ირვინგი ტრავმის გამო კვლავ აკლია, თუმცა პლეი ოფის ზონაში ყოფნას მაინც ახერხებს.

თამაშის ყველაზე ეფექტური მომენტი ბრუკლინის სპენსერ დინვიდის ეფექტური ჩატენვა იყო - დინვიდი 24 ქულით თავის გუნდში საუკეთესო იყო და საერთოდაც, სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენაა.

📺 ბრუკლინი 109:89 ფილადელფია (მიმოხილვა)

დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერი დენვერ ნაგეთსი აუტსაიდერ ნიო იორკ ნიქსს მასპინძლობდა და შეხვედრის მოსაგებად დაძაბული ბრძოლა დასჭირდა. საუკეთესო დენვერის ლიდერი ნიკოლა იოკიჩი იყო - 25 ქულა და 10 მოხსნა.

📺 დენვერი 111:105 ნიუ იორკი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები