Thumbnail

გერმანია თბილისში დაუმარცხებელი ჩამოდის | ბენცინგმა და კომპანიამ სერბეთს მოუგო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გერმანიამ სერბეთი 79:74 დაამარცხა.
  • შემდეგი მატჩი - 25 თებერვალი: საქართველო-გერმანია.
  • შემდეგ ეტაპზე სამი ნაკრები გადის.

მსოფლიოს თასის პირველ შესარჩევ რაუნდში, G ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებიც თამაშობს, გერმანიამ სერბეთს უმასპინძლა და მოულოდნელად 79:74 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ გერმანელები ილიას ზუროსის ნაკრების მომდევნო მეტოქეები არიან, მას მერე, რაც ჩვენმა გუნდმა სტუმრად ავსტრიას 78:64 მოუგო. გერმანიასთან თამაში კვირას თბილისში გაიმართება.

ის, რომ გერმანიამ ფავორიტი დაამარცხა, რობინ ბენცინგის დიდი დამსახურებაა, მან 17 ქულა ჩააგდო. სერბთა რიგებში საუკეთესო მიროსლავ რადულიცა იყო 22 ქულით. ბოლო მეოთხედში მანსპინძლებმა ერთ ეპიზოდში 10:0 "გაქცევა" შეძლეს, სწორედ ამ ეპიზოდმა გადაწყვიტა მატჩის ბედიც. 

G ჯგუფი

1. გერმანია 3-0

2. სერბეთი 2-1

3. საქართველო 1-2

4. ავსტრია 0-3

შენიშვნა: შემდეგ ეტაპზე სამი გუნდი გადის

კომენტარები

ბოლო ამბები