Thumbnail

'კურტუამ ეს თვითონ გადაწყვიტა' - ზიდანი კლასიკოს წინ რეალს აქებს

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ვალენსია 1:1 რეალი
  • ბენზემას გოლში დიდი როლი ტიბო კურტუამ ითამაშა
  • ზიდანი კმაყოფილი დარჩა, რომ რეალი არ ნებდება

მადრიდის რეალს ვალენსიასთან რთული გასვლა ჰქონდა. მადრიდელები მატჩის ბოლო წამებამდე აგებდნენ - იქამდე, სანამ 96-ე წუთზე, კუთხურის შემდეგ, ქარიმ ბენზემამ ანგარიში არ გაათანაბრა.

ზიდანმა რეალი შეაქო და აღნიშნა, რომ მისი გუნდი არასოდეს არ ნებდება: "ჩვენ ჩვენი მონდომების გამო შევძელით გათანაბრება. რეალი არასოდეს ნებდება."

განსაკუთრებული ქება შეხვდა ტიბო კურტუას, რომელიც კუთხურზე მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა, საჰაერო ბრძოლა მოიგო და ბენზემას გოლში დიდი როლი ითამაშა. ზიდანი: "მან თვითონ გადაწყვიტა კუთხურზე მეტოქის საჯარიმოში ჩასვლა. კურტუამ კარგად აჩვენა ამ გუნდის სული - ჩვენ არ ვნებდებით".

კომენტარები

ბოლო ამბები