Thumbnail
  • ინდიანა პეისერსი 107:85 შარლოტ ჰორნეტსი
  • გოგა ბითაძემ 8-მატჩიანი უქულო სერია შეწყვიტა

გოგა ბითაძე NBA-ს G ლიგის კლუბ ფორტ ვეინში ერთდღიანი განათხოვრების შემდეგ, ინდიანა პეისერსს დაუბრუნდა და შარლოტ ჰორნეტსთან გამარჯვებაში (107:85) მცირე წვლილი შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ რანგით დაბალ ლიგაში გუშინ დილით ჩატარებულ შეხვედრაში ბითაძემ 36 წუთამდე მიიღო, რა დროშიც 26 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა, ისევ პეისერსის მაისურის მორგების შემდეგ კი, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნეიტ მაკმილანმა მას 7:58 წუთი დაუთმო.

აღნიშნულ დროში გოგამ ერთადერთხელ შეუტია, ორქულიანი ჩააგდო და NBA-ში 8-მატჩიანი "მშრალი" სერია შეწყვიტა. მას აქტივში თითო მოხსნა-პასი და 2 დაფარებაც ჰქონდა, პასივში კი 1 დაკარგვა და 3 პერსონალური ფოლი.

ინდიანას რიგებში ორმაგი დუბლი ორმა კალათბურთელმა შეასრულა: ამერიკელმა მაილს ტერნერმა 14 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, ლიეტუველმა დომანტას საბონისმა კი - 12 ქულა და 12 მოხსნა. 23 ქულა იყო აარონ ჰოლიდეის ანგარიშზე.

პეისერსმა 18 მოგება და 9 მარცხი მოაგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი, 18 დეკემბერს, ისევ შინ, ლოს ანჯელეს ლეიკერსთან გამართავს.

📺 ვიდეო: ინდიანა 107:85 შარლოტი (მიმოხილვა)

 

კომენტარები

ბოლო ამბები