Thumbnail
  • რანდერსი 3:0 ესბიერგი
  • ლობჟანიძეს დანიაში 9 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დაუგროვდა

საბა ლობჟანიძის რანდერსმა დანიის ჩემპიონატის მე-20 ტურში ლაშა პარუნაშვილის ესბიერგს უმასპინძლა და მეტოქეს 3:0 მოუგო.

ლობჟანიძემ მატჩის პირველი გოლი გაიტანა. საბამ შეხვედრის მე-9 წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტმით გამოიჩინა თავი. მან პენალტის დროს პანენკა დარტყმა შეასრულა და ანგარიში გახსნა, რითიც ამ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობა ცხრამდე გაზარდა.

საბა მატჩის 83-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო პარუნაშვილმა შეხვედრა სრულად ჩაატარა. ლობჟანიძის გუნდმა 30 ქულით მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. ესბიერგი კი 13 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.

დანიის ჩემპიონატში შესვენება გამოცხადდა. დანიური სუპერლიგა თებერვალში განახლდება. საბა ლობჟანიძემ 15 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

საბა ლობჟანიძის პანენკა ესბიერგის წინააღმდეგ

საბა ლობჟანიძის პანენკა ესბიერგის წინააღმდეგ 💣💥 ქართველ შემტევს დანიაში 9 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დაუგროვდა 💪

Posted by Silk Sport on კვირა, 15 დეკემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები