Thumbnail

'კევინის დამსახურებაა' - გვარდიოლამ ლონდონში გამარჯვების შემდეგ დე ბრუინე შეაქო

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • არსენალი 0:3 სიტი
  • 0:1 - დე ბრუინე (2), 0:2 - სტერლინგი (15), 0:3 - დე ბრუინე (40)

პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტიმ პრემიერლიგის სუპერ-შაბათი ლონდონში, არსენალის დამარცხებით დაასრულა და მეორე ადგილოსან ლესტერთან ქულათა სხვაობა 4-მდე დაიყვანა.

"მიხარია, რომ 3 ქულა ავიღეთ, ამაში დიდი დამსახურება კევინ დე ბრუინეს მიუძღვის, რომელმაც დუბლის გატანა შეძლო და საგოლე გადაცემაც შეასრულა."

"კევინს წინ უფრო მეტ სივრცეს ვუტოვებთ, უკან როდრი და სხვები აზღვევენ, მისი ადგილი მეტოქის ნახევარზეა და დღეს სწორედ ასე გვქონდა მატჩი დაგეგმილი."

"ფენომენალური ფეხბურთელია, მოედანზე ხედავას იმას, რასაც რიგითი ადამიანი ვერ დაინახავს - შემტევ ფაზას და საგოლე პასის პერსპექტივას სხვაგვარად უყურებს.

კომენტარები

ბოლო ამბები