Thumbnail

'ბავშვები სწავლობენ' - სულშერმა ევერტონთან ფრე გამოუცდელობით ახსნა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • მანჩესტერ იუნაიტედი 1:1 ევერტონი
  • 0:1 - ლინდელოფი (ს.კ./36), 1:1 - გრინვუდი (77)

მანჩესტერ იუნაიტედმა დღეს პრემიერლიგის მეჩვიდმეტე ტურის მატჩი სახლში ევერტონის წინააღმდეგ ფრედ - 1:1 ითამაშა და შედეგად ხუთეულში ადგილის შენარჩუნება ვერ შეძლო.

მატჩის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა - ოლე გუნარ სულშერმა ისაუბრა "გასულ ტურში სიტის ეტიჰადზე მოვუგეთ, თუმცა გასვლაზე სიტისთან თამაში სულ სხვა გამოწვევაა..."

"ახლა სახლში გვიწევდა ტურის ჩატარება ევერტონის წინააღმდეგ და სწორედ ეს არის გამოუცდელი ფეხბურთელების მთელი 'სილამაზე' - მარტივი ამოცანის გარშემო კონცენტრირება ვერ შევძელით... მაგრამ მთავარია სწავლობენ."

ჩელსისთან მოგების შემდეგ, მეორე შესანიშნავი მატჩი ჩაატარა დანკან ფერგიუსონის ევერტონმა, თუმცა შოტლანდიელმა 88-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსული (70) მოიზე კინი შეცვალა და ამით მთელი ინტერნეტის ყურადღება მიიპყრო.

 

კომენტარები

ბოლო ამბები