Thumbnail
  • გიორგი ცინცაძემ სეზონის მე-2 მატჩშიც ორმაგი დუბლი შეასრულა
  • მიხეილ ბერიშვილის აქტივში 4 სამქულიანი და 16 ქულა იყო

გიორგი ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის ალ შამალმა ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატში მე-2 გამარჯვება იზეიმა, ქართველი კალათბურთელები კი ამჯერადაც გამორჩეულები იყვნენ.

ალ შამალმა ალ რაიანს 76:58 სძლია, ჩვენებურებმა კი თითქმის შეუცვლელად ითამაშეს

ცინცაძემ მოედანზე 35 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლი შეასრულა. მის ანგარიშზე 10 ქულა, 14 პასი, 3 მოხსნა და 3 ჩაჭრა იყო.

გიორგიმ 5-დან 3 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 5-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

მიხეილ ბერიშვილი ალ შამალის მაისურით

ბერიშვილმა 36 წუთში 16 ქულა, 6 მოხსა და 1 პასი მიითვალა. მიხეილმა 6-დან 2 ორქულიანი და 7-დან 4 სამქულიანი გამოიყენა, პასივში კი 3 ჯარიმა ჰქონდა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ალ შამალის ამერიკელი ლეგიონერი აარონ მიტჩელი გახდა, რომელმაც 40 წუთში 29 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში ალ შამალმა ალ ხორს 111:72 სძლია. მაშინ ცინცაძემ 25 ქულა, 6 მოხსნა და 10 პასი მოაგროვა, ბერიშვილმა კი - 14 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი და 4 ჩაჭრა.

ქართველ ლეგიონერთა გუნდი ყატარის ჩემპიონატის ლიდერთა შორის იმყოფება, 17 დეკემბერს კი, სტუმრად, ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ ალ აჰლისთან დაპირისპირება ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები