Thumbnail

'სპორტიდან სწორ დროს უნდა წახვიდე' - ხაბიბი რონალდოს რჩევას აძლევს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ხაბიბმა სპორტიდან წასვლაზე ისაუბრა
  • დაღესტნელი ამბობს, რომ კრიშტიანოს 1 წლის შემდეგ იგივე სისწრაფე აღარ ექნება...

31 წლის UFC-ს დაღესტნელმა მებრძოლმა - ხაბიბ ნურმაგომედოვმა სპორტიდან წასვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წასვლის დრო ზუსტად უნდა შეარჩიო.

"ძნელია იმ საქმის მიტოვება, რომელსაც მთელი ცხოვრება აკეთებ, მაგრამ მარადიული არავინაა... თუ დროზე არ წახვალ, ახალგაზრდა, წარმატებას მოწყურებული ბიჭი მოვა და შენ ადგილს დაიკავებს."

"კრიშტიანო ახლა რამხელაა? 34? უკვე 35 წლის ასაკში ისეთი სისწრაფე და რეაქცია აღარ ექნება... არ აქვს მნიშვნელობა რონალდო ხარ თუ ხაბიბი, ხალხი მოვა და ადგილს წაგართმევს!:

"მისდამი ჩემი რჩევა იქნება, რომ სწორ დროს წავიდეს ფეხბურთიდან." - ამბობს ნურმაგომედოვი.

კომენტარები

ბოლო ამბები