Thumbnail
  • ჯანლუიჯი ბუფონი რეკორდების მოხსნას აგრძელებს
  • პაოლო მალდინის მიღწევასაც მალე გააუმჯობესებს

იუვენტუსის ლეგენდარულმა გოლკიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა ტურინული გრანდის ფანების უსაყვარლესი ფეხბურთელის, ალესანდრო დელ პიეროს რეკორდი გაიმეორა. ალბათ მიხვდით, რომ საქმე მატჩების რაოდენობას ეხება.

უდინეზესთან მატჩი, რომელიც იუვემ 3:1 მოიგო, 41 წლის ბუფონისთვის ტურინული გრანდის მაისურით სერია A-ში რიგით 478-ეა!

სერია A-ში იუვეს ფორმით ჩატარებული მატჩების რაოდენობით საუკეთესო ხუთეულში ასევე არიან ჯამპიერო ბონიპერტი (443), გაეტანო შირეა (377) და ჯუზეპე ფურინო (361). საერთო ჯამში, უდინეზესთან მატჩი ბუფონისთვის 646-ეა იტალიის ჩემპიონატში (როგორც იცით, ჯიჯი იუვენტუსამდე პარმაში თამაშობდა). მასზე მეტი თამაში სერია A-ში მხოლოდ მილანის ლეგენდას, პაოლო მალდინის აქვს, რომელმაც ‘როსონერის’ შემადგენლობაში 647 მატჩი ჩაატარა.

კომენტარები

ბოლო ამბები