Thumbnail
  • ემანუელ პეტიმ ლონდონის არსენალზე ისაუბრა
  • ფრანგი კლუბის ხელმძღვანელებს კარლო ანჩელოტის დანიშვნას ურჩევს

საფრანგეთის ნაკრების და არსენალის ყოფილმა ნახევარმცველმა ემანუელ პეტიმ ლონდონურ კლუბში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონმა ‘მეთოფეების’ ხელმძღვანელებს მოუწოდა, მთავარ მწვრთნელად იტალიელი სპეციალისტი კარლო ანჩელოტი დანიშნონ. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში ანჩელოტი ნაპოლიდან წავიდა და უმუშევარია.

კარლო ანჩელოტი უმუშევარია

“ახლა სწორედ კარლო ანჩელოტი იქნებოდა იდეალური მწვრთნელი არსენალისთვის. ძალიან იშვიათია შემთხვევები, როდესაც ასეთი დონისა და შესაძლებლობების მწვრთნელს შუა სეზონში ათავისუფლებენ. ვფიქრობ, ეს არსენალის შანსია. ეს არის ნიშანი ბედისგან, რომელსაც არსენალის ხელმძღვანელებმა ყურადღება უნდა მიაქციონ. ანჩელოტი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და ახლა ის თავისუფალია. ლონდონურ კლუბში სიტუაცია სულ უფრო უარესდება. ამიტომ, არსენალს ძლიერი და გამოცდილი სპეციალისტი სჭირდება, რათა კრიზისიდან გამოვიდეს,” - განაცხადა პეტიმ ‘მირორთან’ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ უნაი ემერის გათავისუფლების შემდეგ, არსენალს დროებით ფრედი ლიუნგბერგი წვრთნის.

კომენტარები

ბოლო ამბები