Thumbnail

კლიჩკო დაბრუნებაზე ფიქრობს? მის პოსტებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ვლადიმირ კლიჩკოს სამი საყურადღებო პოსტი ტვიტერზე
  • ყველაზე მეტი ხმა ტაისონ ფიურისთან შესაძლო ბრძოლას აქვს

ვლადიმირ კლიჩკომ ტვიტერზე სამი პოსტი გამოაქვეყნა და კრივის სამყარო დააინტრიგა. 43 წლის ყოფილმა მოკრივემ რინგზე დაბრუნების შესახებ გულშემატკივრებს კითხვები დაუსვა.

რამდენიმე წუთის განმავლობაში კლიჩკომ სამი ტვიტი გამოაქვეყნა - მან ფანებს სთხოვა, ხმა მიეცათ, დაბრუნების შემთხვევაში რომელ ბრძოლას ისურვებდნენ ყველაზე მეტად - კლიჩკო V უაილდერი, კლიჩკო V ჯოშუა, თუ კლიჩკო V ფიური.

ამ პოსტების შემდეგ კლიჩკოს აღარაფერი გამოუქვეყნებია და უცნობია, რამდენად სერიოზულად ფიქრობს იგი რინგზე დაბრუნებაზე. ფაქტი ის არის, რომ წარსულში მან რამდენჯერმე გადახდა, მინიმუმ ერთი ბრძოლის გამართვაზე ვფიქრობო.

კლიჩკომ თავისი ბოლო ბრძოლა 2017 წლის 29 აპრილს, ლონდონში, ჯოშუასთან გამართა და მე-11 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა, 3 თვის შემდეგ კი კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

კომენტარები

ბოლო ამბები