Thumbnail
  • ამაღამ გოგა ბითაძეს NBA G ლიგაში დებიუტი ექნება
  • რატომ მოხდა ეს - ორი მთავარი მიზეზი

ინდიანა პეისერსის თავკაცის, ნეით მაკმილანის ბოლოდროინდელმა ტაქტიკამ, გაუზარდოს სასტარტო ხუთეულში მოთამაშე ორ „მაღალს“, დომანტას საბონისსა და მაილს ტერნერს წუთები, გოგა ბითაძის სათამაშო პრაქტიკა თითქმის სრულად შეიწირა. შედეგად, გუნდმა დღეს, დროებით, NBA-ს დრაფტზე მე-18 ნომრად არჩეული ტალანტი NBA G ლიგის ფორტ ვეინში გაუშვა

UPDATE

20 წლის ქართველი NBA-ში ცენტრის პოზიციის გარდა ვერსად თამაშობს. ინდიანა კი საბონისით და ტერნერით იწყებს. რომელი მათგანიც არ უნდა გამოცვალონ, მოედანზე დარჩენილი ცენტრის პოზიციაზე თამაშობს. ეს კი საკმარისია თითქმის მთელი მატჩისთვის.

თუმცა პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რომ გოგა მისი განვითარებისთვის „არასწორმა გუნდმა“ აიყვანა - ტვინის შერყევის შემდეგ დაბრუნებული ქართველიც „უწყობს“ ამას ხელს. ის თავის თავს არ გავს - სამქულიანებს საშინელი პროცენტით (16%) ისვრის ბოლო 14 თამაშში. ამასთან მის ანგარიშზე მხოლოდ 6 ბლოკ-შოტია ამ 14 მატჩში. 

შედარებისთვის, პირველ 6 მატჩში (გოგამ ჯამში 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა) ბითაძე სამქულიანებს 37.5%-იანი სიზუსტით ისროდა, ხოლო 6 მატჩში 13 დაფარება ჰქონდა. შედეგად, მისი საშუალო მაჩვენებლები შემცირდა - 3.5 ქულა, 2.6 მოხსნა, 1.0 ბლოკ-შოტი (11.1 წუთში). 

ასეთ შემთხვევაში, ბითაძეს უნდა წაადგეს სათამაშო პრაქტიკა. თუკი NBA G ლიგაში ის თავს გამოიჩენს, ეს ქართველ ცენტრს დაკარგულ თვითრწმენას და ასე საჭირო სათამაშო რიტმსაც დაუბრუნებს. 

რას წარმოადგენს ფორტ ვეინი

NBA G ლიგის ფორტ ვეინ მედ ანტსი (შეშლილი ჭიანჭველები) ინდიანა პეისერსის ფარმ-კლუბია. ტურნირის აღმოსავლეთ კონფერენციაში „შეშლილი ჭიანჭველები“ ბოლოსწინა ადგილზე არიან 4 მოგებითა და 10 მარცხით და ამაღამ ერი ბეიჰოუკსს ხვდებიან (4-9). ამჟამად ფორტ ვეინის 14 მოთამაშიდან (რომლებიც მატჩის განაცხადში არიან) 9-ს NBA-ში თამაშის გამოცდილება აქვს. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • ჰიუსტონი
  • დენვერი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები