Thumbnail

შერმადინმა ყოფილ გუნდს მოუგო - ქართველი ცენტრის 100%-იანი შედეგი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ანდორა 76:86 ტენერიფე
  • გიორგი შერმადინის 12 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-14 ტურში გიორგი შერმადინის ტენერიფე ანდორას ესტუმრა და მეტოქეს 10 ქულით მოუგო - 86:76. შერმადინმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ კარგად ითამაშა. მან პარკეტზე 15:03 წუთი გაატარა, რა დროშიც მშვენიერი სტატისტიკა ჰქონდა.

ქართველს არცერთი სროლა არ გაუფუჭებია. გიორგიმ 6-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ტენერიფეს 13 მატჩში 8 მოგება დაუგროვდა და ლიგა ენდესაში მე-4 ადგილზეა. შერმადინის გუნდი მომდევნო ტურში გრან კანარიას დაუპირისპირდება. შეხვედრა 21 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები