Thumbnail
  • რეალ სოსიედადი 2:2 ბარსელონა
  • ერნესტო ვალვერდეს კომენტარი

ესპანეთის ლა ლიგის მე-17 ტურში ბარსელონა რეალ სოსიედადს ესტუმრა და 2:2 დაუზავდა. ერნესტო ვალვერდეს გუნდს 16 მატჩის შემდეგ 35 ქულა აქვს და ცხრილის ლიდერია. ბარსა რეალს ქულით უსწრებს, რომელიც კვირას ვალენსიას ესტუმრება. 

რეალ სოსიედადმა მიკელ ოიარზაბალის პენალტით გახსნა ანგარიში, თუმცა ანტუან გრიზმანმა პირველივე ტაიმში გაუტანა ყოფილ გუნდს. 

მეორე ტაიმის დასაწყისში ლუის სუარესმა დააწინაურა ლიდერი, მაგრამ ტერ შტეგენის შეცდომა ბარსას ძვირი დაუჯდა - შვედმა ალექსანდერ ისაკმა ანგარიში გაათანაბრა.

18 დეკემბერს ბარსელონას "ელ კლასიკო" ელის "კამპ ნოუზე" რეალს მასპინძლობს. ეს თამაში პოლიტიკური არეულობის გამო გადაიდო. 

ერნესტო ვალვერდე (ბარსელონას მწვრთნელი): "ამ მატჩში ყველაფერი იყო. იყო მომენტები, როცა მეტოქე უკეთ თამაშობდა. თამაში რომ ცოტა ხანს კიდევ გაგრძელებულიყო, ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. საერთო ჯამში, კარგი მატჩი გამოვიდა.

2:1-ზე ყველაფერი ჩვენს ხელში იყო, უკეთაც ვთამაშობდით და მომენტებსაც ვქმნიდით. ოპონენტი ძლიერ რისკავდა და ამის გამოყენება შეიძლებოდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები