Thumbnail

'ვიბრძოლე საქართველოსთვის და ჩემპიონი გავხდი' - ბექაურის კომენტარი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლაშა ბექაურს ცინდაოს მასტერსის მოსაგებად 5 ბრძოლა ჩაატარა
  • ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში ნიკოლოზ შერაზადიშვილს მოუგო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ცინდაოს მასტერსი 3 მედლით დაასრულა: 1 ოქრო და 2 ბრინჯაო. წლის შემაჯამებელ ტურნირზე ოქროს მედალს ლაშა ბექაური დაეუფლა, რომელმაც ნიკოლოზ შერაზადიშვილს (ესპანეთი) იპონით სძლია.

ბექაურს მასტერსზე მოგებისთვის 1800 ქულა დაერიცხება და მსოფლიო ძიუდოს რეიტინგში მნიშვნელოვნად წაიწევს წინ. ცინდაოს მასტერსის მოგების შემდეგ, ლაშამ ჩინელ ქომაგებს ავტოგრაფებიც დაურიგა.

ლაშა ბექაურმა ჩინელ ქომაგებს ავტოგრაფები დაურიგა

ლაშა ბექაურმა ჩინელ ქომაგებს ავტოგრაფები დაურიგა

Posted by We Love Judo on შაბათი, 14 დეკემბერი, 2019

ლაშა ბექაური: უპირველეს ყოვლისა, ძალიან ბედნიერი ვარ. 5 ძალიან რთული შეხვედრა მქონდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონებთან. ვიბრძოლე ჩემი საქართველოსთვის, ჩემი სამშობლოსთვის და ჩემპიონი გავხდი. ბედნიერი ვარ, რომ საქართველოდან ასე შორს საქართველოს ჰიმნი ავაჟღერე და მთელ ჩინეთს მოვასმენინე. მიხარია, რომ ქომაგების მოლოდინი გავამართლე და ეს ოქროს მედალი მიმაქვს მათთვის.

ლაშა ბექაურის კომენტარი ცინდაოს მასტერსის მოგების შემდეგ

ლაშა ბექაურის კომენტარი ცინდაოს მასტერსის მოგების შემდეგ

Posted by We Love Judo on შაბათი, 14 დეკემბერი, 2019

შეგახსენებთ, რომ ცინდაოს მასტერსამდე რამდენიმე დღის ადრე, ლაშამ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ქართული პოლიციის მიერ მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრობდა, მოგვიანებით კი პოსტი წაშალა.

კომენტარები

ბოლო ამბები