Thumbnail
  • ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვა - ბოლო ათწლეულის საუკეთესო ძიუდოისტი
  • 2017 წლის ევროპის ჩემპიონი საუკეთესოდ ვარლამ ლიპარტელიანს მიიჩნევს

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მოქმედ და ყოფილ ძიუდოისტებს კითხვა დაუსვა, თუ ვის მიიჩნევენ ბოლო ათწლეულის საუკეთესო ძიუდოისტად. 2017 წლის ევროპის ჩემპიონმა, სერბმა ალექსანდრ კუკოლიმ ბოლო ათწლეულის საუკეთესო ძიუდოისტად ვარლამ ლიპარტელიანი დაასახელა.

ალექსანდრ კუკოლი: მე ვფიქრობ, რომ ის ვარლამ ლიპარტელიანია. ის ბოლო ათ წელში საუკეთესოსთან ერთად სტაბილურია. მას აქვს ძალიან დიდი საბრძოლო ინტელექტი. ამავდროულად მისი საჭიდაო სტილი ძალიან მიმზიდველია. ძალიან რთულია, 10 წლის განმავლობაში ტოპ ძიუდოისტებში ადგილს ინარჩუნებდე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა სეზონი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. მან ცინდაოს მასტერსზე, მესამე ადგილისთვის გამართულ მატჩში, რუსი არმან ადამიანი დაამარცხა.

ბოლო ათწლეულის საუკეთესო ძიუდოისტია

ბოლო ათწლეულის საუკეთესო ძიუდოისტია - ალექსანდრ კუკოლი ვარლამ ლიპარტელიანზე

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on შაბათი, 14 დეკემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები