Thumbnail
  • შალვა სუთიაშვილის ანგულემმა სეზონში მე-7 მატჩი მოიგო
  • სუთიაშვილმა მატჩის ერთადერთი ლელო გაიტანა

PRO D2-ის მე-14 ტურში შალვა სუთიაშვილის ანგულემმა პროვენს რაგბის უმასპინძლა და მეტოქეს 19:15 მოუგო. სუთიაშვილმა კარგი მატჩი ჩაატარა და 64-ე წუთზე მატჩის ერთადერთი ლელო გაიტანა, რითიც თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

სუთიაშვილის ანგულემი PRO D2-ში 6-7 ადგილებს კარკასონთან იყოფს და დაწინაურებისთვის მებრძოლ ექვსეულში მოხვედრისთვის იბრძვის. შალვას გუნდი პირველ წრეს სწორედ კარკასონთან სტუმრად გასამართი მატჩით დაასრულებს. შეხვედრა 20 დეკემბერს გაიმართება.

შალვა სუთიაშვილის ლელო პროვანს რაგბის წინააღმდეგ / try by shalva Sutiashvili against provence rugby

შალვა სუთიაშვილის ლელო პროვანს რაგბის წინააღმდეგ / try by shalva Sutiashvili against provence rugby

Posted by Shalva Sutiashvili - fanclub on პარასკევი, 13 დეკემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები