Thumbnail
  • ინდიანა პეისერსმა ბითაძე G ლიგის ფორტ ვეინში გაუშვა
  • ქართველი ცენტრი G ლიგაში სათამაშო პრაქტიკას მიიღებს

ინდიანა პეისერსმა გუნდის ახალწვეული გოგა ბითაძე G ლიგის ფორტ ვეინში გაუშვა, ამ ინფორმაციას The Athletic ავრცელებს.

UPDATE: გოგა ბითაძის 26 ქულა და 14 მოხსნა - ორმაგი დუბლი G ლიგაში

გამოცემის ჟურნალისტმა სკოტ აგნესმა, რომელმაც ამას წინათ გოგასთან ვრცელი ინტერვიუ შემოგვთავაზა, დაწერა, რომ ეს ფორტ ვეინის შაბათის მატჩის წინ მოხდა - ინდიანასთან დაკავშირებული კლუბი ერის ეთამაშება.

გოგა ბითაძე NBA-ში საშუალოდ 3.5 ქულასა და 2.6 მოხსნას აკეთებს თამაშში.

CBS Sports წერს, რომ ამის მიზეზი ისაა, რომ ბითაძეს სათამაშო პრაქტიკა ესაჭიროება. "როცა გოგა ბითაძე თამაშობდა, ის სოლიდურად გამოიყურებოდა ინდიანას შემადგენლობაში. მისთვის სამწუხაროდ, ახალბედას 27 ნოემბრის შემდეგ 10 წუთზე მეტი არ უთამაშია, რადგან დომანტას საბონისი და მაილს ტერნერი თითქმის სრულად ინაწილებენ წუთებს ცენტრის პოზიციაზე".

როგორც ჩანს ბითაძე ერთ მატჩს გამართავს ფორტ ვეინის შემადგენლობაში და ისევ ინდიანას განაცხადს დაუბრუნდება. გოგასთან ერთად, ინდიანამ ფორტ ვეინში ფორვარდი ალიზ ჯონსონიც გაუშვა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • ჰიუსტონი
  • დენვერი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები