Thumbnail

ლობჟანიძის დუბლი და აბჟანდაძის 9 ქულა - ბრივმა ძებრეს მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ვასილ ლობჟანიძემ იტალიურ ძებრეს 2 ლელო დაუდო
  • ქართველების ბრივმა ჩელენჯ თასზე მე-2 გამარჯვება მოიპოვა
  • კაჭარავა მოედანს დაუბრუნდა, ენისეიმ მე-4 მატჩიც წააგო

ჩელენჯ თასის მე-4 ტურში ვასილ ლობჟანიძის, თედო აბჟანდაძის, ოთარ გიორგაძისა და ლუკა ჯაფარიძის ბრივმა იტალიურ ძებრეს 24:10 მოუგო. ოთარ გიორგაძის გარდა, ყველა ქართველი მორაგბე სასტარტო შემადგენლობაში იყო.

ლობჟანიძემ იტალიელები 2-ჯერ დაალელოვა. მან მე-16 და 42-ე წუთზებე გამოიჩინა თავი. აბჟანდაძემ კი 9 ქულა დააგროვა - ერთი ჯარიმა და 3 გარდასახვა გაიტანა.

ბრივი 9 ქულით ჯგუფში მე-2 ადგილზეა და მომდევნო ტურში ბრისტოლს შეხვდება, რომელთანაც საკუთარ მოედანზე 0:36 განადგურდა.

ვასილ ლობჟანიძის დუბლი ჩელენჯ ქაფზე იტალიურ ზებრესთან

ვასილ ლობჟანიძის დუბლი ჩელენჯ ქაფზე იტალიურ ზებრესთან

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on შაბათი, 14 დეკემბერი, 2019

რუსულმა ენისეიმ ზედიზედ მე-4 მატჩი დათმო და პირველ ჯგუფში ბოლო ადგილზეა. ენისეიმ მე-4 ტურში კასტრის წინააღმდეგ ითამაშა და 10:22 დამარცხდა.

გამოცდილი 'ბორჯღალოსანი' დავით კაჭარავა მოედანს დაუბრუნდა და მინდორზე 70 წუთი გაატარა. კაჭარავას გარდა, ენისეის რიგებში ოთხმა ქართველმა მორაგბემ ითამაშა: ნიკოლოზ სუხიაშვილი, მიხეილ გაჩეჩილაძე, დავით მესხი და ნიკოლოზ ხატიაშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები