Thumbnail

'ყველაფერი უნაკლოდ არ გამოვა' - ლივერპული ისევ იგებს, სალაჰმა სუარესს გაასწრო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლივერპული 2:0 უოტფორდი 
  • იურგენ კლოპის კომენტარი

ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურში ლივერპულმა "ენფილდზე" 2:0 დაამარცხა უოტფორდი. იურგენ კლოპის გუნდს 49 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს 11 ქულით უსწრებს.

სალაჰმა ერთი გოლი ქუსლით გაიტანა

მოჰამედ სალაჰმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანა, ეს ეგვიპტელისთვის 83-ე და 84-ე გოლებია ლივერპულის მაისურით, მან ლუის სუარესს გადაუსწრო. 

ლივერპული პრემიერლიგაში უკვე 34 მატჩია, რაც არ აგებს. აქედან 29 შეხვედრა კლოპის გუნდმა მოიგო.

იურგენ კლოპი (ლივერპულის მწვრთნელი): "ტურნირის ამ პერიოდში ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ არ მოვდუნდით და ეს ასეა. ბიჭები მზად იყვნენ მძიმე ბრძოლისთვის. მეტოქემ პირველ ტაიმში ბრწყინვალე ფეხბურთი შემოგვთავაზა. ბოლო ორი ტურია, უოტფორდი კარგად ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს. 

დღეს ჩვენი შანსები გამოვიყენეთ. შესაძლებელი იყო, რომ ეს თამაში ჩვენთვის უფრო იოლი ყოფილიყო? რა თქმა უნდა, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ბიჭები არ არიან დაღლილები, მაგრამ ისინი ინტენსიურად შრომობენ თითქმის შესვენების გარეშე. ყოველთვის ყველაფერი უნაკლოდ არ გამოგივა. 

მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ ლამის ყოველ თამაშში ერთ მნიშვნელოვან მოთამაშეს ვკარგავთ ტრავმის გამო - ახლა ვეინალდუმი დაიმტვრა. ეს ძალიან გვაწუხებს".

კომენტარები

ბოლო ამბები