Thumbnail

ნეიმარს რომანი აქვს? პსჟ-ის ფორვარდი რუს ტოპმოდელთან ერთად წარსდგა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პსჟ-ის ფორვარდი საქველმოქმედო სადილზე რუს ტოპმოდელთან ერთად გამოჩნდა
  • 27 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავისა და საშა ლუსის რომანზე მედია უკვე წერს 

პარი სენ-ჟერმენის ფორვარდი ნეიმარი პარიზში გამართულ საქველმოქმედო სადილზე, რომლის მიზანიც რუანდაში ბავშვების დასახმარებლად თანხის შეგროვება იყო, რუს ტოპმოდელთან ერთად წარსდგა და ამან უმალ ახალი ჭორები გააჩინა. 

27 წლის ბრაზილიელ ფორვარდს ღონისძიებაზე რუსი ტოპმოდელი საშა ლუსი ახლდა. გოგონა, რომელიც ნეიმარის თანატოლია, რუსეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქის, მაგადანის მკვიდრია. 2017 წლიდან საშას ფილმებშიც იღებენ.

ბოლოს ნეიმარი ბრაზილიელ მსახიობს, ბრუნო მარკეზინის ხვდებოდა. წყვილი გასული წლის ოქტომბერში დაცილდა და მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ ნეიმარი ურთიერთობაში არავისთან იყო. ამჯერად არ გამორიცხავენ, რომ ბრაზილიელს რუს გოგონასთან ჰქონდეს რომანი.

რუსი ტოპმოდელი Dior Beauty-ისა და Carolina Herrera-ს სახეა

მიმდინარე სეზონში ნეიმარმა საკლუბო დონეზე 10 მატჩში ითამაშა. მის ანგარიშზე 7 გოლი და 3 საგოლე პასია. ბრაზილიელ ფეხბურთელს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები