Thumbnail
  • ესპანელ მწვრთნელებს დინამო თბილისთან კონტრაქტები დაუმთავრდათ
  • პოპსპორტს კლუბში დაუდასტურეს, რომ კახა ჩხეტიანი ერთ-ერთი კანდიდატია

დინამო თბილისს, დიდი ალბათობით, ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. პოპსპორტს კლუბში დაუდასტურეს, რომ 1 დეკემბერს ესპანელ მწვრთნელებს, ჩისკო მუნიოსს და ფელის ვისენტეს კონტრაქტები დაუმთავრდათ. საქართველოს ჩემპიონში ადასტურებენ, რომ ესპანელ სპეციალისტებთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა მოლაპარაკებები დაწყებულია სხვა კანდიდატებთანაც - მათ შორის, ერთ-ერთი კანდიდატია კახა ჩხეტიანი, რომელიც ახლახან დასრულებულ სეზონში ქუთაისის ტორპედოს ედგა სათავეში.

კახა ჩხეტიანი

დღეს, საინფორმაციო სააგენტო The Recorder-მა გაავრცელა ჩისკოს კომენტარი, რომელშიც 39 წლის ესპანელი აცხადებს, რომ დინამო თბილისში მას მწვრთნელის პრო ლიცენზია მოსთხოვეს. ესპანელი სწავლებას ამ დრომდე გადის და ლიცენზიას ელოდება. “დიახ, არ ვაგრძელებ თანამშრომლობას დინამოსთან, იმიტომ, რომ ველოდები პრო ლიცენზიას და არ ვიცი, ეს ლიცენზია იქნება 1 დღეში თუ 5 თვეში. დინამომ მე ეს მოთხოვნა წამიყენა. სიმართლე არის ის, რომ მე დინამო მიყვარს და ის ჩემი ცხოვრებაა”, - განუცხადა სააგენტოს ესპანელმა.

შეგახსენებთ, რომ ფელის ვისენტეს და ჩისკოს დუეტი დინამო თბილისს სათავეში ერთი წლის წინ ჩაუდგა. ესპანელებმა გუნდს 2015 წლის შემდეგ პირველად მოაგებინეს საქართველოს ჩემპიონატი.

კომენტარები

ბოლო ამბები