Thumbnail

პსჟ-ს მაურო იკარდის გამოსყიდვა იანვარშივე სურს - პრობლემა ისევ ვანდა ნარაა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პარიზულ კლუბს მაურო იკარდის ტრანსფერის გამოსყიდვა ამ ზამთარივე სურს
  • პრობლემა შესაძლოა 26 წლის არგენტინელი ფორვარდის ცოლი და აგენტი გახდეს
  • ვანდა ნარა ფიქრობს, რომ ზაფხულში წინადადებებს რეალისა და იუვესგან მიიღებს 

კარგა ხანია იუწყებიან, რომ პარი სენ-ჟერმენის ხელმძღვანელობას მაურო იკარდის ტრანსფერის გამოსყიდვა სურს. პარიზელებს მილანის ინტერიდან იჯარით აყვანილი არგენტინელი თავდამსხმელის საქმის მოგვარებას უკვე იანვარშივე სურთ და მზად არიან, მასში მილანურ კლუბს 70 მილიონი ევროც გადაუხადონ, მაგრამ როგორც ჩანს, დაბრკოლება მაუროს ცოლი და აგენტი ვანდა ნარაა.

26 წლის არგენტინელმა ფორვარდმა, რომელსაც მილანურ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, პსჟ-ში იჯარით სეზონის დასაწყისში გადავიდა და ყველა ტურნირის 15 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.  

თავის დროზე ინტერთან იკარდის პრობლემიც ვანდა ნარას ბრალდებოდა

იტალიური მედიის ინფორმაციით,  ვანდა ნარა ითვალისწინებს რა თავისი ქმრის შედეგიანობას, წინადადებების მიღებას მომავალ ზაფხულს სხვა კლუბებისგანაც ელოდება. ვანდა ნარა იმედოვნებს, რომ მაუროს ტრანსფერით მადრიდის რეალი და ტურინის იუვენტუსიც დაინტერესდებიან.

საინტერესოა, რომ მაურო იკარდი პარი სენ-ჟერმენში წელიწადში 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, მილანის ინტერში კი ლამის ნახევარს იღებდა - 5,5 მლნ ევრო.

საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებული 16 მატჩის შემდეგ, პარი სენ-ჟერმენი სატურნირო ცხრილს 39 ქულით ლიდერობს. მის უახლოეს მდევარ მარსელს თამაშით მეტი და 34 ქულა აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები