Thumbnail
  • ჟოზეს ბელგიელი ნახევარმცველის დამატება სურდა
  • მარუან ფელაინი ინგლისში დაბრუნებას არ აპირებს

მარუან ფელაინმა მანჩესტერ იუნაიტედი იანვარში დატოვა და ჩინურ კლუბ შანდონ ლუნენგს მიაშურა. ბოლო დროს სხვადასხვა მედია საშუალებები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ჟოზე მოურინიო ბელგიელს დაუკავშირდა და ინგლისში დაბრუნება შესთავაზა.

ბელგიელი ჩინეთში თავს კარგად გრძნობს

პორტუგალიელ სპეციალისტს ლონდონის ტოტენჰემში 32 წლის ფეხბურთელის დამატება სურდა, თუმცა Eleven Sports-თან საუბრისას, მარუანმა ყველა ჭორი უარყო.

"ჟოზე ჩემთვის განსაკუთრებულია. ჩვენ ვწერთ ხოლმე ერთმანეთს. ის ახლა სპურსშია და თავის საქმეს კარგად ასრულებს. საუკეთესოს ვუსურვებ მას, მაგრამ მე კარგად ვგრძნობ თავს, სადაც ახლა ვიმყოფები", - განაცხადა ფელაინმა.

მარუანმა ჟოზესთან ერთად "წითელ ეშმაკებში" სამი წელიწადი გაატარა. ნახევარმცველმა ჩინეთში 32 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 12 გატანილი გოლით გამოიჩნა.

კომენტარები

ბოლო ამბები