Thumbnail

ვარლამ ლიპარტელიანმა ცინდაოს მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ცინდაოში 3 მედალი მოიგო
  • ვარლამ ლიპარტელიანი მასტერსზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ძიუდოს ტურის შემაჯამებელი ტურნირი, ცინდაოს მასტერსი, 3 მედლით დაასრულა: ერთი ოქრო და 2 ბრინჯაო.

ჩემპიონობა ლაშა ბექაურმა იზეიმა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ვარლამ ლიპარტელიანი და ვაჟა მარგველაშვილი დაუეფლნენ.

ვარლამ ლიპარტელიანი (100კგ) ნახევარფინალში გავიდა, სადაც მიქაელ კორელთან (ჰოლანდია) წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის რუს არმან ადამიანთან იჭიდავა, რომელსაც დაძაბულ ბრძოლაში ვაზარით აჯობა და ცინდაოს მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ცინდაოს მასტერსით ძიუდოს მსოფლიო ტური დასრულდა. ახლა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დარჩა, რომელიც დეკემბრის ბოლოს ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები