Thumbnail

მისთვის რეალში ადგილი არ არის - იოვიჩმა მადრიდი შესაძლოა იანვარშივე დატოვოს

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • 21 წლის სერბ ფეხბურთელს სათამაშო დრო თითქმის არ აქვს
  • ზინედინ ზიდანმა ლუკასთვის გუნდში ადგილი ვერ მოძებნა 

ლუკა იოვიჩი, რომელიც მადრიდის რეალმა გასულ ზაფხულს 62 მილიონ ფუნტად ფრანკფურის აინტრახიდან შეიძინა, შესაძლოა კლუბი იანვარში, იჯარის წესით დატოვოს. 

სერბმა ფეხბურთელმა "სამეფო კლუბის" რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 12 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა. 21 წლის ფეხბურთელი სასტარტო თერთმეტეულში მხოლოდ 4-ჯერ მოხვდა.

იტალიური გამოცემა Calciomercato-ის ინფორმაციით, შემტევი ესპანურ გრანდს იანვარში იჯარის წესით დატოვებს და ისეთ გუნდში გადავა, სადაც გაცილებით მეტი სათამაშო დრო ექნება.

ლუკამ ამ სეზონში მხოლოდ 12 მატჩი ითამაშა

რეალის შეტევითი ტრიო: ბენზემა-ვინისიუსი-როდრიგო ხელშეუხებელი ჩანს, იოვიჩი კი დიდწილად სათადარიგოთა სკამზეა. მადრიდული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ბრიუგესთან მატჩის შემდეგ Marca-ს კომენტარი მისცა, სადაც სერბის შესახებ ისაუბრა:

"ის არა არის დაკარგული. მან დღეს კარგად ითამაშა, თუმცა მას ამ სეზონში ბევრი არ უთამაშია. ლუკამ შრომა უნდა გააგრძელოს. მისთვის ადგილის გამონახვა მიჭირს, თუმცა მზად უნდა იყოს თამაშისთვის, როცა ამის დრო იქნება".

იოვიჩმა თავისი პირველი გოლი ლეგანესის წინააღმდეგ გაიტანა, თუმცა მას შემდეგ ერთი თვე გავიდა და მან სულ რამდენიმე წუთი ითამაშა. გასულ სეზონში სერბმა ბუნდესლიგაში 32 მატჩში 17 გოლი გაიტანა. მან ასევე 10 გოლის გატანა მოახერხა ევროპალიგის 14 შეხვედრაში. 

  

კომენტარები

ბოლო ამბები