Thumbnail

ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (90კგ) ჩინეთის ცინდაოს მასტერსი ოქროს მედლით დაასრულა და საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

მან ჩემპიონობის მოსაპოვებლად 5 ბრძოლა მოიგო. ფინალამდე ლაშა ბექაურმა ბუ ჰებილიგი (ჩინეთი), ნოელ ვან ტენდი (ჰოლანდია), სანშირო მურაო (იაპონია)  და მიქაელ ოზერლერი (თურქეთი) დაამარცხა, ხოლო ფინალურ დაპირისპირებაში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილს იპონით სძლია და ჩინეთში ჩემპიონობა იზეიმა.

ლაშა ბექაური ცინდაოს მასტერსის გამარჯვებულია!!!

ლაშა ბექაური ცინდაოს მასტერსის გამარჯვებულია!!! მან ნიკოლოზ შერაზადიშვილი იპონით დაამარცხა

Posted by We Love Judo on შაბათი, 14 დეკემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები