Thumbnail

იმედის ფსონი | მარსელი გასვლაზე მოიგებს, ბრესტი და მონაკო არ წააგებენ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 14 დეკემბრის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ მოიგო წინა გადაცემაში შექმნილმა სტუმრის ბილეთმა. სპორტულმა კომენტატორმა ლუკა ხოჯავამ 5-მატჩიანი ბილეთი შეადგინა, რომლის ჯამური კოეფიციენტი,  ევროპაბეთის მიხედვით, 10,7 იყო და გაიმარჯვა. 

დღეს გადაცემის ავტორმა და წამყვანმა 5-მატჩიანი  ბილეთი შეადგინა, რომლის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 12,1 გახლავთ. ლევანის ბილეთში ყველაზე მაღალი კოეფიციენტი კარლსრუეს ფიურტთან მოგებას აქვს - 2,04.

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

გერმანიის მეორე ბუნდესლიგიდან კარსლრუე-ფიურტს ავიღებ. ფიურტი გასვლაზე ცუდად თამაშობს, ერთი მოგება აქვს და ისიც, სანკტ პაულისთან... კარსლრუემ მხოლოდ ერთი წააგო და ისიც, ჰამბურგთან. ვფიქრობ, კარლსრუე შინ ფიურტს მოუგებს. 

საფრანგეთში, მეცი-მარსელის მატჩში 2-იანი უნდა დავწერო. რომ დავაკვირდი, ეს მეცი თითქმის ვერავის უგებს, ბოლოს ნანტს მოუგო შინ. რაც შეეხება მარსელს, ბოლო დროს ათამაშდა, ზიდეზედ 6 მატჩი აქვს მოგებული.

ბრესტი-ნიცას მატჩს ჩავწერ. ეს ბრესტი შინ თითქმის არავისთან აგებს. ერთი წააგო მხოლოდ პარი სენ-ჟერმენთან, დანარჩენი კი საუკუნეა ლამის, არ წაუგია. და მაინც და მაინც ნიცამ უნდა მოუგოს, რომელიც გასვლაზე ვერაფერს აკეთებს? ხანდახან ხდება, რომ ასეთი მეტოქეების მატჩი ფრედ მთავრდება ხოლმე, მაგრამ ნამდვილად არ მგონია, რომ ბრესტმა წააგოს. თავს დავიზღვევ - ბრესტის 1X-ს ავიღებ.  

ფრენბურთში მესამე ადგილისთვის მატჩია - რუსეთი-ნორვეგია. ნახევარფინალში წაგება ორივეს ეწყინა, მაგრამ ბრინჯაოს მედლები აღმოსავლეთ ევროპელებისთვის უფრო ღირებულია, ვიდრე დასავლეთ ევროპელებისთვის. მგონია, რომ რუსები მაინც ითამაშებენ და სულ ცოტა, არ წააგებენ. 

ისევ საფრანგეთი. ანჟე-მონაკო. ამ ანჟემ ერთი პერიოდი კარგად ითამაშა, მაგრამ ბოლოს აურია - ზედიზედ სამი თამაში წააგო. რაც შეეხება მონაკო, ყველას მოგვწონს ეს გუნდი და ისედაც, მონაკო ანჟესთან გასვლაზე არ აგებს და არც ახლა წააგებს. აქ 2-იანსაც ვფიქრობ, მაგრამ არ გავრისკავ და X2-ს ავიღებ. 

"იმედის ფსონის" სტუმარი გადაცემის მაგისტრი ზურა ბარსა იყო, რომელმაც 6-მატჩიანი ბილეთი შეადგინა, რომლის კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 17,5-ია. ზურას ბილეთში ყველაზე მაღალი კოეფიციენტი ლევერკუზენის სტუმრად კიოლნთა მოგებას აქვს - 1,88.

მაყურებლის ბილეთი 6 პოზიციისგან შედგება და მისი ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 11,4 გახლავთ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები