Thumbnail

'დიდი ისტორიის მქონე ბევრი კლუბი გაქრება' - ფერგიუსონი სუპერლიგის იდეაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლეგენდარული მწვრთნელი ევროპული სუპერლიგის შექმნის იდეას გამოეხმაურა
  • 77 წლის შოტლანდიელის აზრით, ინგლისურ კლუბებს სუპერლიგა არ სჭირდებათ

სუპერლიგის შექმნზე, სადაც მხოლოდ ევროპის ტოპკლუბები ითამაშებენ, საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს, უეფა კი ყველანაირად ცდილობს, მას ხელი შეუშალოს, რადგან ამ შემთხვევაში მხოლოდ ევროპის ხუთი საუკეთესო ჩემპიონატის კლუბების გაერთიანებაზეა საუბარი. 

იდეას მხარდამჭერებიც ჰყავს და მოწინააღმდეგებიც. მაგალითად, ცოტა ხნის წინ მადრიდის რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა სუპერლიგის ფორმატის საკუთარი ვერსია წარმოადგინა, რომელიც ორ დივიზიონად იქნება წარმოდგენილი და მასში ესპანეთის, ინგლისის, იტალიის, გერმანიისა და საფრანგეთის 20 კლუბი გამოვა. სუპერლიგის კლუბები ეროვნულ პირველობაზე აღარ გამოვლენ.

პერესს ევროპული ტოპკლუბებისთვის ცალკე ლიგის შემქნა სურს

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ევროპული სუპერლიგის შექმნის იდეას და პერესის პროექტს გამოეხმაურა:

"ეჭვს არ იწვევს ის, რომ ეს პროექტი ფულზეა ორიენტირებული, მაგრამ რა თქმა უნდა, ის ვერ იქნება ინგლისის ჩემპიონატების კლუბებისთვის მიმზიდველი. პრემიერლიგა მსოფლიო ფეხბურთში საუკეთესო ეროვნული ლიგაა და მას აქვს თავისი კარგი ფინანსური არხები. ვერ წარმომიდგენია, რის გამო უნდა გადავიდეს ინგლისური გუნდი სუპერლიგაში. დიადი ისტორიის მქონე არაერთი კლუბი შეიძლება გაქრეს, თუკი პრემიერლიგიდან მათი პარტნიორები წავლენ. მე შიდა ჩემპიონატების ფასეულობებში ღრმად ვარ დარწმუნებული", - ამბობს 77 წლის ფერგიუსონი.

ლეგენდარული შოტლანდიელი მწვრთნელი მანჩესტერ იუნაიტედს 1986-2013 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით "წითელმა ეშმაკებმა" ინგლისის პრემიერლიგა 13-ჯერ, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა და ერთხელ თასების მფლობელთა თასი მოიგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები