Thumbnail

NBA | ჯეიმს ჰარდენის 10 სამქულიანი და 54 - ჰიუსტონმა ორლანდო დაამარცხა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ორლანდო მეჯიქი 107:130 ჰიუსტონ როკეტსი
  • როკეტსის ლიდერმა სეზონში მეხუთედ მიითვალა 50 და მეტი ქულა

NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი დღის მატჩში ჰიუსტონ როკეტსის ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა 54 ქულა ჩააგდო და თავის გუნდს სტუმრად ორლანდოსთან გამარჯვებაში დაეხმარა.

ჰარდენმა, რომელმაც ამ შეხვედრაში 15-იდან 10 სამქულიანი ჩააგდო, 50 და მეტი ქულა მიმდინარე ჩემპიონატში უკვე მეხუთედ, ბოლო 7 მატჩში კი მეოთხედ მიითვალა. ორლანდოსთან შეხვედრაში მან მოედანზე 36 წუთი დაჰყო და 54 ქულის გარდა, მის ანგარიშზე ასევე 7 პასი, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრაც იყო.

📺 ჯეიმს ჰარდენის ჰაილაითები ორლანდოსთან

მასპინძლებმა მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ პერიოდში გაუწიეს, მეორე მეოთხედიდან კი ანგარიშში წინ სულ ჰიუსტონი იყო და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც.

სტუმართა რიგებში ორმაგი დუბლი პი ჯეი ტაკერსა (12 ქულა, 11 მოხსნა) და კლინტ კაპელას (10 ქულა, 11 მოხსნა) ჰქონდათ, რასელ ვესტბრუკმა კი 23 ქულა მიითვალა. ორლანდოში ყველაზე შედეგიანი ევან ფურიე იყო, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო.

ჰიუსტონ როკეტსმა 25 მატჩში მე-17 გამარჯვება იზეიმა და დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა. მომდევნო მატჩს ჰარდენის გუნდი 15 დეკემბერს, შინ დეტროიტთან ჩაატარებს.

ორლანდომ ზედიზედ მესამე თამაში წააგო და 25 მატჩში 11 მოგებით, აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. მომდევნო მატჩს მეჯიქი სტუმრად ნიუ ორლეან პელიკანსთან, 15 დეკემბერს გამართავს.

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლუკა დონჩიჩი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიდი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები