Thumbnail
  • ატლანტა ჰოუქსი 100:110 ინდიანა პეისერსი
  • ინდიანამ ლიგაში ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო
  • 20 წლის გოგა ბითაძის სათამაშო დრო წუთიც არ იყო

NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი დღის მატჩები გაიმართა. გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა ზედიზედ მეორე თამაში მოიგო - სტუმრად ატლანტაში. ჰოუქსმა, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციაში მხოლოდ ბოლოადგილოსან ნიუ იორკ ნიქსზე უკეთესია, მხოლოდ საწყის წუთებში მოახერხა ანგარიშში წინ გასვლა, დანარჩენი დრო კი მდევრის როლში იყო და საბოლოოდ 10 ქულით დამარცხდა კიდეც.

ჰანტერი-ბროგდონის დუელში გამარჯვებული საბოლოოდ ეს უკანასკნელი გამოვიდა

სტუმართა 20 წლის ქართველ ცენტრს სათამაშო დრო ისევ არ ჰქონდა - თამაშში მეორე მეოთხედის მიწურულს ჩაერთო და მოედანზე წუთიც (0:59) არ დაჰყო, მის სტატისტიკურ გრაფაში კი მხოლოდ ნულებია. 

სტუმრების წარმატება გუნდურმა თამაშმა განაპირობა - 20-ქულიან ზღვარს ინდიანაში ვერავინ მიაღწია. 19 ქულა მალკოლმ ბროგდონს ჰქონდა, რომელმაც 12 პასი და 8 მოხსნაც მიითვალა. 18 ქულით დაეხმარა გუნდს ტი ჯეი უორენი, ორმაგი დუბლით კი ასევე გამოირჩა ლიეტუველი დომანტას საბონისი - 12 ქულა, 14 მოხსნა.

📺 ინდიანას ჰაილაითები

მასპინძელთა რიგებში 23 ქულით დაასრულა თამაში ტრეი იანგმა,  21 დ 20 ქულა კი, შესაბამისად, დეანდრე ჯანტერსა და ჯაბარი პარკერს ჰქონდათ. ატლანტაში ორმაგი დუბლით უკრაინელი ალეკსეი ლენი გამოირჩა - 11 ქულა, 13 მოხსნა.

გოგა ბითაძის გუნდს რეგულარულ ჩემპიონატში ჩატარებულ 26 მატჩში 17 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიაზეა. მომდევნო მატჩს ინდიანა შინ 16 დეკემბერს, შარლოტ ჰორნეტსთან ჩაატარებს.

ატლანტა ჰოუქსი 26 მატჩში მხოლოდ 6 მოგებით, ამავე კონფერენციაში ბოლოდან  მეორე ადგილზე რჩება, მომდევნო თამაში კი 16-ში, დასავლეთის ლიდერ, ლოს ანჯელეს ლეიკერსთან უწევს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • ჰიუსტონი
  • დენვერი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები