Thumbnail

PREVIEW | ლიუნგბერგის პირველი გამოცდა - დაბრუნდება სიტი ლონდონიდან 3 ქულით?

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 📅 15 დეკემბერი | 🕘 20:30 | ⚽ არსენალი V სიტი
  • გვარდიოლა ამბობს, რომ სიტი იანვარში ტრანსფერს არ გააკეთებს...

მანჩესტერ სიტი პრემიერლიგის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრას სტუმრად, ემირატ სტედიუმზე არსენალის წინააღმდეგ ჩაატარებს.

პეპ გვარდიოლას გუნდი ცუდ ფორმაშია - სიტი გასულ კვირას მანჩესტერულ დერბიში იუნაიტედთან სახლში 2:1 დამარცხდა.

მანკუნიანელები ლესტერს უკვე 6 ქულით ჩამორჩება და მეოთხე ადგილოსან ჩელსის სულ რაღაც 3 ქულით უსწრებს - სიტი მწვავე საკადრო კრიზისს განიცდის.

პეპი საშობაო განწყობაზეა

აგუერო, ლაპორტი, სანე და სტოუნსი - გვარდიოლას ვერ დაეხმარებიან, შესაძლოა მატჩი კლუბის ვეტერანმა - დავიდ სილვამაც გამოტოვოს.

პეპ გვარდიოლა:სტოუნსს კუნთი აწუხებს, აგუეროც გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს, სილვას ხვალ შევხედავთ შესაძლოა ითამაშოს.“

ესპანელმა ასევე ბორნმუთის ნათან აკეს შესაძლო ტრანსფერზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის, პეპი ამბობს, რომ ზამთარში არავის მოყვანას არ აპირებენ.

პეპ გვარდიოლა: „ამის შესახება რაფერი ვიცი, სეზონი რა შემადგენლობითაც დავიწყეთ, ისევე დავასრულებთ, თუ რამე ცვლილება მოხდა ალბათ ზაფხულში მოხდება.“

უცნაური პერიოდია არსენალშიც, გუნდმა უნაი ემერი გაათავისუფლა და მის ნაცვლად ‘განერებს’ კლუბის ყოფილი მოთამაშე - ფრედი ლიუნგბერგი ხელმძღვანელობს.

გუნდმა შვედის ხელმძღვანელობით 4 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი მოიგო - გასვლაზე ვესტ ჰემთან. ლიუნგბერგს კვირას სებლაოსი, ჯაკა, ტირნი და ჰოლდინგი ვერ დაეხმარებიან.

არსენალის სასტარტო ევროპის ლიგაზე ლიეჟის სტანდარტის წინააღმდეგ

საინტერესო ფაქტები

⚽ არსენალს პრემიერლიგის ბოლო 8 მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვს - გასულ კვირას ვესტ ჰემის წინააღმდეგ.

⚽ არსენალს ემირატ სტედიუმზე გამართული ბოლო 5 საშინაო შეხვედრიდან, არცერთი არ მოუგია.

⚽ მანჩესტერ სიტიმ პრემიერლიგაში ბოლო 9 გასვლითი მატჩიდან, მხოლოდ ერთი წააგო და ისიც ენფილდზე ლივერპულთან.

კომენტარები

ბოლო ამბები