Thumbnail

წარმატებული დრიბლინგის 62% - ზურიკო დავითაშვილი რუსეთში ერთ-ერთი საუკეთესოა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რუსეთის პრემიერლიგის Instagram-ზე საინტერესო სტატისტიკა გამოქვეყნდა
  • 18 წლის ზურიკო დავითაშვილი რუსეთში ერთ-ერთი საუკეთესო დრიბლიორია

ყაზანის რუბინის ქართველი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი, წარმატებული დრიბლინგების პროცენტული მაჩვენებლით, რუსეთის პრემიერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

როგორც რუსეთის პრემიერლიგის Instagram იუწყება, ჩემპიონატის საშემოდგომო ნაწილში 18 წლის ქართველ ფეხბურთელს 85-იდან 53 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა (62%) და ეს მაჩვენებელი ლიგაში მეორეა. ზურიკოზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი მხოლოდ მის თანაგუნდელს, ოლეგ დანჩენკოს ჰქონდა - 63%.

ზურიკო დავითაშვილი, რომელსაც უკვე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჰქონდა დებიუტი, ყაზანის რუბინის ღირსებას 2019/20 წლების სეზონიდან იცავს. ახალგაზრდა ნახევარმცველმა რუსეთის ჩემპიონატის 15 მატჩში ითამაშა და ყველა ძირითადში, მის ანგარიშზე კი 1 გოლია.

18 წლის ტექნიკურ ქართველს წარმატებული დრიბლინგის საკმაოდ მაღალი პროცენტი აქვს

ყაზანის რუბინს, რომლის ღირსებას რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი იცავს, რუსეთის პრემიერლიგაში გასული 19 ტურის შემდეგ, 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა. რუსეთის პირველობაზე ამჟამად პაუზაა და მარტში განახლდება.

კომენტარები

ბოლო ამბები