Thumbnail

კლოპი 2024 წლამდე! გერმანელმა მწვრთნელმა ლივერპულთან კონტრაქტი გააგრძელა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • იურგენ კლოპის ხელშეკრულებას ვადა 2021 წელს გასდიოდა
  • გერმანელმა მწვრთნელმა ლივერპულს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა

იურგენ კლოპმა ლივერპულთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც გერმანელი მწვრთნელი ინგლისურ კლუბში 2024 წლამდე ზაფხულამდე იმუშავებს. იურგენის უწინდელ ხელშეკრულებას ვადა 2020-21 წლების სეზონის ბოლოს გასდიოდა.

შეგახსენებთ, რომ კლოპი პრემიერლიგის კლუბში 2015 წლის შემოდგომაზე მივიდა და 2019 წელს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა, როდესაც მერსისაიდელებმა ფინალში ტოტენჰემს 2:0 სძლიეს.

იმავე სეზონში ლივერპულმა უეფას სუპერთასის გადამწყვეტ შეხვედრაში ლონდონის ჩელსის პენალტებში 5:4 აჯობა.

“ახლა, ლივერპული ისეთ კარგ მდგომარეობაში იმყოფება, უფლება არ მქონდა სხვაგვარად მოვქცეულიყავი. ვფიქრობ, ჩვენ ერთმანეთს იდეალურად ვეწყობით. ჯერ კიდევ 2015 წელს, როდესაც პირველი წინადადება მივიღე, მივხვდი, რომ რაღაც დიდი იწყებოდა. ვგრძნობ, რომ მთავარი ამბები ჯერაც წინაა და შემიძლია, გუნდს 2024 წლამდე ღირსეულად გავუძღვე”, - აღნიშნა გერმანელმა.

კლოპის ხელში მერსისაიდელებმა ინგლისის ჩემპიონატში საუკეთესო შედეგი გასულ სეზონში დააფიქსირეს, როდესაც 97 ქულა მოაგროვეს და ჩემპიონ მანჩესტერ სიტის მხოლოდ ქულით ჩამორჩნენ.

ამჟამად, ლივერპული პრემიერლიგაში გამოკვეთილი ლიდერია და მეორეადგილოსან ლესტერს 8 ქულით უსწრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები