Thumbnail

ქართველი სპორტსმენები მაშკას დასახმარებლად - საქველმოქმედო აუქციონი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქველმოქმედო აუქციონი 15 დეკემბრამდე გაგრძელდება
  • შემოსული თანხა მაშკას გამოჯანმრთელებას მოხმარდება

ზაზა ფაჩულიას აკადემია საქველმოქმედო ღონისძიებებს ატარებს, მიზანი კი პატარა მაშკას დახმარებაა, რომელსაც მკურნალობისთვის დიდი თანხა სჭირდება. 5 წლის მარიამს ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

ზაზა ფაჩულიას აკადემიის ორგანიზებით, საქველმოქმედო საკალათბურთო ტურნირი გაიმართება, რომელშიც 2008-2009 წელს დაბადებული ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას. მატჩები 14-15 დეკემბერს გაიმართება.

გარდა ამისა, ზაზა ფაჩულიას აკადემია საქველმოქმედო აუქციონს აწყობს, გასაყიდად კი ცნობილი ქართველი სპორტსმენების ნივთებია გამოტანილი. აუქციონი 15 დეკემბრამდე გაგრძელდება, შემოსული თანხა კი მთლიანად მაშკას გამოჯანმრთელებას მოხმარდება. 

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ზაზა ფაჩულიას აკადემიის ფეისბუქ პოსტის ნახვაა საჭირო, პოსტის ქვეშ კი - კომენტარით სასურველი ნივთის და შეთავაზებული თანხის მითითება.

აუქციონზე წარმოდგენილია:

1. ზაზა ფაჩულიას საჩემპიონო მაისური - საწყისი ფასი 700 ლარი.

2. ბურთი გოლდენ-სტეიტ უორიორსის კალათბურთელების ხელმოწერით - საწყისი ფასი 1000 ლარი

3. ლაშა ტალახაძის საჩემპიონო ფეხსაცმელი - საწყისი ფასი 700 ლარი.

4. ჯაბა კანკავას ეროვნული ნაკრების მაისური - საწყისი ფასი 300 ლარი

5. გიორგი შერმადინის ეროვნული ნაკრების მაისური - საწყისი ფასი 300 ლარი

6. გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსის მაისური - საწყისი ფასი 500 ლარი

7. ვაკო ყაზაიშვილის ეროვნული ნაკრების მაისური - საწყისი ფასი 300 ლარი

8. გურამ კაშიას ეროვნული ნაკრების მაისური - საწყისი ფასი 300 ლარი

9. ლევან მჭედლიძის ეროვნული ნაკრების მაისური - საწყისი ფასი 300 ლარი

10. ბექა ბურჯანაძის ეროვნული ნაკრების მაისური - საწყისი ფასი 300 ლარი

11. დუდა სანაძის ეროვნული ნაკრების მაისური, - საწყისი ფასი 300 ლარი

კომენტარები

ბოლო ამბები