Thumbnail

‘ურთულესი პერიოდი გადავიტანე’ – ტოჩინოშინმა ვარჯიში განაახლა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა სუმოისტმა იაპონიაში გატარებული საწყისი წლები გაიხსენა
  • ტოჩინოშინმა ტრავმა მოიშუშა და იანვრის ბაშოსთვის ემზადება

32 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელსაც ტოჩინოშინის სახელით ვიცნობთ, ვარჯიში განაახლა და იანვრის ბაშოსთვის ემზადება.

ტოჩინოშინმა ვარჯიში განაახლა

ტოჩინოშინმა ვარჯიში განაახლა

ტოჩინოშინმა ვარჯიში განაახლა

ტოჩინოშინმა ვარჯიში განაახლა

ტოჩინოშინმა ვარჯიში განაახლა

ტოჩინოშინმა ვარჯიში განაახლა

ტოჩინოშინმა ვარჯიში განაახლა

ტოჩინოშინმა ვარჯიში განაახლა

ტოჩინოშინმა ვარჯიში განაახლა

ტოჩინოშინმა ვარჯიში განაახლა

ტოჩინოშინმა ვარჯიში განაახლა

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინმა მორიგი ტრავმა ნოემბერში გამართულ სუპერტურნირზე მიიღო: კიუშუ ბაშოზე ტაკარაფუჯისთან მოგებულ შეხვედრაში ნეკნი მოიტეხა და შეჯიბრის ნაადრევად დასრულება მოუხდა.

ტოჩინოშინი დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში უქმად გახლდათ, ახლა კი, დოჰიოს დაუბრუნდა და მართალია, ბოლომდე არ იტვირთება, ნელ-ნელა ფორმაში შედის.

შეგახსენებთ, რომ გასულ სუპერტურნირზე გორგაძე ოძეკის რანგის დაბრუნებისთვის იბრძოდა, აღნიშნული უიღბლობის შემდეგ კი, სუმოს იერარქიის მე-3 რანგიც (სეკივაკე) დაკარგა და გადაწყვეტილია, რიგითი მაეგიშირა გახდება.

პროფესიული სუმოს მორიგი რეიტინგი იგივე ბანძუკე 24 დეკემბერს გამოქვეყნდება და წინასწარი ინფორმაციით, ტოჩინოშინს მეხუთე-მეცხრე მაეგაშირების დიაპაზონში ვიხილავთ.

მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში, ქართველს გაისად 12-26 იანვარს დაგეგმილ ბაშოზე მინიმუმ 10 გამარჯვება დასჭირდება, რათა სუმოს იერარქიაში მე-4 წოდება (კომუსუბი) დაიბრუნოს.

ამასობაში, ტოჩინოშინს ახალი ამბების სააგენტო AFP-ს წარმომადგენელი ესტუმრა და მასზე მცირე ჩანახატიც მოამზადა სახელწოდებით, “სირთულეები და ნოსტალგია სახლზე – სუმოს ქართველი ვარსკვლავის გზა მწვერვალისკენ”.

“სუმოს ჩემპიონის ტანი ქვიშითა და თიხითაა დაფარული. ეს მხოლოდ ვარჯიშია, თუმცა, გაოფლიანებული სახე და თვალები მყის გადმოსცემენ, როდესაც ტოჩინოშინი რაიმე ქმედებით უკმაყოფილო რჩება.

178-კილოგრამიანი ტანი და თეთრი მავაში სუმოს თანამდევი ელემენტებია, ლურჯი თვალები და დასავლური იერი კი მყის გათქვამს, რომ ლევან გორგაძე იაპონური სპორტისთვის განსხვავებული სახეა.

ის თინეიჯერი იყო 2006 წელს, როდესაც მცხეთასთან ახლოს მდებარე სოფელი დატოვა და იაპონიას, კერძოდ კი, ტოკიოს მიაშურა, ქალაქს, სადაც 10 მილიონით მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე მის მშობლიურ საქართველოში.

ევროპიდან ჩასული სპორტსმენების მსგავსად, იაპონიაში გორგაძესაც ურთულესი გზის გავლა მოუხდა, რაც მეტწილად მშობლიურ გარემოსთან ნოსტალგიითა და ტრავმების სიმრავლით იყო გამოწვეული.

არანაკლებ პრობლემებს ქმნიდა ის კონსერვატიზმიც, რაც სუმოს სამყაროსთან არის დაკავშირებული. ყველა ვერ უმკლავდება ცხოვრების იმ სპარტანულ წესს, რომელიც სუმოს მებრძოლებს უნდა გაეთავისებინათ.

ამასთან, გასულ წლებში სუმოში არაერთი სკანდალი დაფიქსირდა: ეს იყო ბულინგი ახალწვეულების მიმართ, ტოტალიზატორთან და კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი.

ალბათ, ამიტომაც იყო, რომ გორგაძის იაპონიაში გადაბარგება იოლად არ მომხდარა.

“დედაჩემი ამის წინააღმდეგი იყო, ასე რომ, გადაწყვეტილება პირადად მივიღე”, - ამბობს ფალავანი, რომელმაც მალევე აღმოაჩინა, რომ სუმოს ახალწვეულის ბედი ძალიან რთული იყო.

ნახეასეთი ტოჩინოშინი არ გინახავთ! ლევან გორგაძის პირველი ბრძოლა იაპონიაში [2006]

სუმოისტები დილაადრიან იღვიძებენ და მომქანცველ წვრთნას გადიან, ამასთან, დიდი რაოდენობით მაღალკალორიულ საკვებს იღებენ, რათა სასურველი წონა მალევე აკრიფონ.

დაუმატეთ ისიც, რომ სპორტსმენები მცირე ფართის ბინაში ერთად ცხოვრობენ. ახალწვეულები იქვე ჭამდნენ, ვარჯიშობდნენ და ეძინათ.

გასაკვირი არ ყოფილა, რომ გორგაძეს ცხოვრების ახალ სტილთან შეგუება გაუჭირდა.

“ურთულესი პერიოდი გადავიტანე. თავს მარტო ვგრძნობდი და სახლი ძალიან მენატრებოდა. კიმონოს ტარება არ მომწონდა და აქაური ტრადიციებიც არ მხიბლავდა. იაპონურად ვერ ვსაუბრობდი და მობილური ტელეფონიც კი არ მქონდა, რომ შინ დამერეკა”.

მიუხედავად ამისა, მან ყველაფერს გაუძლო და პროფესიულ სუმოში რანგით მე-2 წოდებამდე (ოძეკი) აღზევება მოახერხა.

ახლა, მას ყველა ტოჩინოშინ ცუიოშის მეტსახელით იცნობს, რომელიც ამბობს, რომ იაპონიაში “უკვე ყველაფერი ისწავლა” და არც კოლეგების პატივისცემა ეშლება, რადგანაც “სუმოს სამყაროში ერთმანეთის დახმარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება”.

აღნიშნული უბრალო ვარჯიშების დროსაც კარგად სჩანს. სუმოისტები ერთმანეთს ილეთების დახვეწაში ეხმარებიან, წყალს აწვდიან და მზად არიან, დოჰიოზე წაქცეულ მეტოქეს ზურგიდან თიხა და ქვიშა მოწმინდონ.

გორგაძე სუმოთი პირველად 2005 წელს დაინტერესდა, როდესაც ტელევიზიით შემდეგი რამ ნახა: მისმა თანამემამულე კოკაიმ, რომელიც მაშინ 24 წლის გახლდათ და ტიტულებით ნამდვილად არ გამოირჩეოდა, მონღოლი იოკოძუნა ასაშორიუ დაამარცხა და სუმოს სამყარო აალაპარაკა.

ლევანი იმ დროს ძიუდოთი იყო დაკავებული, ამდენად, ახალი საჭიდაო ილეთები მისთვის რთული ასათვისებელი არ ყოფილა. ის სუმოს ნიჰონის უნივერსიტეტში ეუფლებოდა და ცდილობდა, ევროპელ სპორტსმენებს შორის წამყვანი როლი დაეკავებინა.

გორგაძის გზა ოძეკობისკენ იოლი ნამდვილად არ ყოფილა. მათ შორის იყო 2011 წელს მომხდარი ინციდენტი: ლევანი იმ სამ სუმოისტს შორის აღმოჩნდა, რომლებიც გოლფ-კლუბში კიმონოს გარეშე მივიდნენ, ეს კი, წესების დარღვევად ითვლება.

ამას ემატებოდა მრავალრიცხოვანი ტრავმები, რის გამოც არაერთი ტურნირის გამოტოვება მოუხდა. სულ ბოლო დაზიანება მან გასულ სუპერტურნირზე მიიღო და შეჯიბრი ნაადრევად დაასრულა.

როდესაც ტოკიოში მყოფი ტოჩინოშინს სამშობლო ენატრება, ის ქართულ პოლიფონიურ სიმღერებს უსმენს. მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ სამზარეულოსაც. უყვარს ხაჭაპური (პურში ფარშირებული ყველი) და საცივი (ქათამი ნიგვზის სოუსში).

საქართველოში ჩასვლისას მას აეროპორტში როგორც გმირს ისე ხვდებიან.

“ლევანზე კარგის მეტი არაფრის თქმა შემიძლია. ბავშობიდანვე გამორჩეული იყო, ახლა კი, წარმატებული კაცია, რომლითაც მთელი სოფელი ამაყობს”, - ამბობს ოჯახის ახლობელი ნინო სურამელაშვილი.

ცხადია, ახლა, სუმოს შესახებ აზრი შეცვლილი აქვს გორგაძის დედა ნუნუ მარქარაშვილსაც.

“ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა შვილმა ასეთ სიმაღლეებს მიაღწია. შეიძლება ითქვას, რომ სპორტული სამყაროს ვარსკვლავია. ამას გარდა, უბრალოდ, კარგი ადამიანია”.

სადღეგრძელოს ამბობს ლევანის ბიძა ტრისტან მაღრაძე: “ტოჩინოშინს, ლევან გორგაძეს გაუმარჯოს, ღირსეულ კაცს, რომლითაც ყველა ვამაყობთ”.

რა იქნება მომავალში, ტოჩინოშინმა ჯერ არ იცის. არსებობს ვარიანტი, რომ იაპონიის მოქალაქეობა მიიღოს და სუმოს საკუთარი სკოლა გახსნას. მისი ოცნება “სუმოში რაც შეიძლება მეტი ქართველის ჩართვაა”.

AFP-ს სიუჟეტი ტოჩინოშინის შესახებ შეგიძლიათ აქ იხილოთ

კომენტარები

ბოლო ამბები