Thumbnail

38 წელი არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის - ესპანეთში ფეხბურთელები გაასამართლეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ესპანეთში სამი ფეხბურთელი 15 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის გაასამართლეს
  • კარლოს კუადრადო, ვიქტორ როდრიგესი და რაულ კალვო დანაშაულს არ აღიარებენ 

ესპანეთის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა სამ ფეხბურთელს, რომლებსაც ბრალი  არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებაში ედებოდათ. თითოეულს თავისუფლების 38 წლით აღკვეთა მიესაჯა.

24 წლის კარლოს კუადრადო, 22 წლის ვიქტორ როდრიგესი და 19 წლის რაულ კალვო ესპანეთის რანგით მეოთხე დივიზიონის კლუბში, არანდინაში გამოდიოდნენ. 2017 წლის დეკემბერში მათ 15 წლის გოგონა გააუპატიურეს. 

როგორც საქმის მასალიდან ირკვევა, ფეხბურთელებმა გოგონა ნაქირავებ აპარტამენტში მიიპატიჟეს, სადაც მოხდა კიდეც ძალადობის ფაქტი. სპორტსმენებმა დანაშაული არ აღიარეს. კუადრდადო, როდრიგესი და კალვო ამტკიცებენ, რომ გოგონასთან ერთად ბინაში მართლაც იმყოფებოდნენ, მაგრამ მასთან არც სქესობრივი კავშირი ჰქონიათ და არც მისი ზუსტი ასაკის შესახებ იცოდნენ რამე.

ჯერჯერობით უცნობია, გაასაჩივრებენ თუ არა ფეხბურთელები განაჩენს ზემდგომ ინსტანციაში.

კომენტარები

ბოლო ამბები