Thumbnail
  • საქართველოში რაგბის კავშირის არჩევნები ახლოვდება
  • პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, ბაჩო ხურციძე პრობლემებსა და გეგმებზე საუბრობს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო თასზე 4-დან 3 მატჩი წააგო და მომდევნო მსოფლიო თასზე პირდაპირ გასვლა ვერ მოახერხა. 2019 წელი ქართული რაგბისთვის დადებითად ვერ შეფასდება, რადგან ეროვნულ გუნდს დიდი ჩავარდნა ჰქონდა.

'ბორჯღალოსნებს' მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი დაემშვიდობა, რომელიც კარიერას იაპონურ კლუბში აგრძელებს. საქართველოში კი სულ ცოტა ხანში რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას, დიდი ალბათობით, სამი კანდიდატი მიიღებს.

ბაჩო ხურციძე ამ კანდიდატებს შორის ერთ-ერთია. მან პოპსპორტთან ქართულ რაგბიში არსებულ პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ხურციძე აცხადებს, რომ ახლანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ ნაკრებს ჯერ ისევ უცხოელი მწვრთნელი ეყოლება, თუმცა ქართველ მწვრთნელებსაც გარკვეული შანსი უნდა მიეცეთ.

მისი აზრით, ქართული რაგბის განვითარების ერთადერთი გზა ფრანჩიზის ჩამოყალიბება იქნება. გარდა ამისა, დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს შიდა ჩემპიონატს, ბავშვთა რაგბისა და 7-კაცა რაგბის, რომელიც ოლიმპიური სახეობაა.

მას მიაჩნია, რომ არასწორი კომუნიკაციის გამო, ქართული რაგბის, როგორც ბრენდის, დისკრედიტაცია მოხდა და რაგბის კავშირმა ამის გამოსასწორებლად უნდა იმუშაოს. 

📺 ვიდეო: ბაჩო ხურციძის სრული ინტერვიუ პოპსპორტთან

კომენტარები

ბოლო ამბები