Thumbnail
  • დეტროიტ პისტონსი 111:122 დალას მავერიკსი
  • ლუკა დონჩიჩმა პირადი რეკორდი გააუმჯობესა

დალასი NBA-ს დასავლეთ კონფერენციაში მესამე პოზიციას არ თმობს და მხოლოდ ლეიკერსსა და კლიპერსს ჩამორჩება. საკრამენტოსთან მოულოდნელი მარცხიდან 4 დღის შემდეგ, მავერიკსმა დეტროიტ პისტონსი სტუმრად 122:111 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში მე-17 გამარჯვება იზეიმა.

ლუკა დონჩიჩმა 41 ქულა, 12 მოხსნა და 11 პასი დააგროვა - 20 წლის სლოვენიელისთვის ეს ამ სეზონში რიგით მე-8 სამმაგი დუბლია! პლუს ამას, ეს იყო დონჩიჩის ზედიზედ მე-20 ისეთი მატჩი, რომელშიც მან მინიმუმ 20 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ლუკამ ორშაბათს მოხსნა მაიკლ ჯორდანის რეკორდი (18 20-5-5-იანი თამაში).

დონჩიჩთან ერთად, რომელსაც ფანები MVP-MVP შეძახილებით ამკობდნენ, კარგად ითამაშეს კრისტაპს პორზინგისმა (20 ქულა, 8 მოხსნა) და სეტ კარიმ (30 ქულა, 7 მოხსნა).

📺 ვიდეო: ლუკა დონჩიჩის სამმაგი დუბლი დეტროიტთან

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლუკა დონჩიჩი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიდი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები