Thumbnail

მანჩესტერმა ალკმაარი გაანადგურა - რომამ ვერ მოიგო, მაგრამ პლეი ოფშია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მანჩესტერ იუნაიტედმა 'ოლდ ტრაფორდზე' ალკმაარი გაანადგურა
  • რომამ ვერ მოიგო, თუმცა ჯგუფიდან გასვლა მოახერხა

ევროპალიგის ბოლო ტურში მანჩესტერ იუნაიტედმა ალკმაარს საკუთარ მოედანზე უმასპინძლა და მეტოქე 4:0 დაამარცხა. 18 წლის მეისონ გრინვუდმა ჰოლანდიელებს დუბლი შეუსრულა, ხოლო თითო გოლი მატასა და იანგის ანგარიშზეა. მანჩესტერ იუნაიტედმა ალკმაარს L ჯგუფში 4 ქულით გაუსწრო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

რომამ "სტადიო ოლიმპიკოზე" ავსტრიულ ვოლფსბერგერს ვერ მოუგო, თუმცა ჯგუფიდან მაინც გავიდა, რადგანაც გერმანიაში ჩემპიონობისთვის მებრძოლი გლადბახი საკუთარ მოედანზე ბაშაქშეჰირთან 1:2 დამარცხდა. ბაშაქშეჰირმა 10 ქულა დააგროვა და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. რომა კი 9 ქულით მეორე ადგილს დასჯერდა.

ევროპალიგის პლეი ოფში გასული 32-ივე გუნდის ვინაობა ცნობილია. ტურნირის წილისყრა ორშაბათს 16:00-საათზე გაიმართება.

1/16 ფინალში ითამაშებენ: სევილია, აპოელი, მალმიო, კოპენჰაგენი, ბაზელი, ხეტაფე, ლასკ ლინცი, სპორტინგი, სელტიკი, კლუჟი, არსენალი, აინტრახტი, პორტუ, რეინჯერსი, ესპანიოლი, გენტი, ლუდოგორეცი, ვოლფსბურგი, ბაშაქშეჰირი, რომა, ბრაგა, ვულვერჰემპტონი, მანჩესტერ იუნაიტედი, ალკმაარი.

ჩემპიონთა ლიგიდან ევროპალიგაზე გადმოვიდნენ: ბრიუგე, ოლიმპიაკოსი, შახტარი, ლევერკუზენი, ზალცბურგი, ინტერი, ბენფიკა, აიაქსი.

პორტუ 3:2 ფეიენოორდი

გოლები: 1:0 დიასი (14), 2:0 მალასიას ავტოგოლი (15), 2:1 ბოტეგინი (19), 2:2 ლარსონი (22), 3:2 ტიკინიო (33)

რეინჯერსი 1:1 იანგ ბოიზი

გოლი: 1:0 მორელოსი (30), 1:1 ბარიშიჩის ავტოგოლი (89)

ვოლფსბურგი 1:0 სენტ ეტიენი

გოლი: 1:0 ოტავიო (52)

გენტი 2:1 ოლექსანდრია

გოლები: 1:0, 2:0 დე პუატრი (7, 16), 2:1 მიროშნიჩენკო (54)

ლუდოგორეცი 1:1 ფერენცვაროში

გოლები: 1:0 ლუკოკი (24), 1:1 სიგნევიჩი (90)

ესპანიოლი 0:1 ცსკა

გოლი: 0:1 ვლაშიჩი (84)

რომა 2:2 ვოლფსბერგერი

გოლები: 1:0 პეროტი (პენ-7), 1:1 ფლორენცის ავტოგოლი (10), 2:1 ჯეკო (19), 2:2 ვაისმანი (63)

გლადბახი 1:2 ბაშაქშეჰირი

გოლები: 1:0 ტურამი (33), 1:1 კაჰვეჩი (44), 1:2 კრიველი (90)

ვულვერჰემპტონი 4:0 ბეშიქთაში

გოლები: 1:0, 2:0, 4:0 დიოგო ჟოტა (57, 63, 68), 3:0 დენდონკერი (67)

სლოვანი 2:4 ბრაგა

გოლები: 1:0 შპორარი (42), 1:1 ფონტე (44), 2:1 მოჰა (70), 2:2 ტრინკაო (72), 2:3 ბოჟიკოვის ავტოგოლი (75), 2:4 პაულინიო (90)

მანჩესტერ იუნაიტედი 4:0 ალკმაარი

გოლები: 1:0 იანგი (53), 2:0, 4:0 გრინვუდი (58, 64), 3:0 მატა (პენ-62)

პარტიზანი 4:1 ასტანა 

გოლები: 1:0 სუმა (4), 2:0, 4:0 სადიქი (22, 76), 3:0 ასანო (26), 4:1 პავლოვიჩის ავტოგოლი (79)

კომენტარები

ბოლო ამბები