Thumbnail
  • გენტი 2:1 ოლექსანდრია
  • გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე მე-80 წუთზე შევიდა

ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ქართველ ლეგიონერთა გენტმა 2:1 დაამარცხა ოლექსანდრია და I  ჯგუფი 12 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა.

შეხვედრის 73-ე წუთზე მოედანზე გიორგი ჩაკვეტაძე გამოჩნდა, რომელმაც უკრაინელი რომან იარემჩუკი შეცვალა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 20 წლის ლიდერი ახლახან დაუბრუნდა ფეხბურთს თითქმის 8-თვიანი ტრავმის შემდეგ. 92-ე წუთზე მოედანზე გიორგი ქვილითაიაც გამოჩნდა, მან დუბლის ავტორი დეპუატრი შეცვალა.

გიორგი ჩაკვეტაძემ შარშანაც ითამაშა ევროპალიგაზე, ოღონდ, შესარჩევ ეტაპებზე (ჯამში 34 წუთი). გენტი კი ჯგუფურ ეტაპზე ვერ გავიდა, ბორდოსთან ორი მატჩის ჯამში 0:2 დამარცხდა. 

ევროპალიგაზე პლეი ოფში ქართველ ლეგიონერთა გუნდის მეტოქე 16 დეკემბერს გაირკვევა.

ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა

ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა იმედი გვაქვს, რომ გიორგი სანაკრებო მატჩებისთვის საუკეთესო ფორმაში იქნება <3

Posted by Silk Sport on ხუთშაბათი, 12 დეკემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები